Sunday, March 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა“ – ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე

March 22, 2026
„ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა“ – ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე

დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა – არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან [ილია მეორესთან] განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამების საპატრიარქო ტაძარში განაცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესს და უნეტარეს, სრულად კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან განშორება „ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს“.

„ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე, ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს, ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით, ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარესს, სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს. არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას. ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება. პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როდესაც ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს.

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს.

თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი ერი გააცოცხლა?! თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა?!

ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო და რუსეთის ლიდერის სამძიმარი გადასცა ქართველ სასულიერო პირებსა და ხალხს” – რუსეთის საგარეო უწყება
  • ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონის ტაძრისკენ მიემართება – პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე, ფეხით მიაცილებს
  • „გვიყვარხარ პატრიარქო“ – ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge