რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.
მოქალაქეები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ძალადობა აქციის მონაწილეებზე.
“არ გრცხვენიათ? შვილები არ გყავთ?”- მიმართავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სამარ\ტალდამცავებს.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.