საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
ამასთან, კვლავ ისმის გამაფრთხილებელი ხმაც, რომლითაც სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
სამართალდამცველები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
მომიტინგეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას, ესვრიან სხვადასხვა ნივთებს.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.