Monday, May 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად როგორი ამინდი იქნება 5 ნოემბრამდე – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

November 2, 2024
“უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე, გავლენას ახდენს ანტიციკლონი…” – მეტეოროლოგი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 4 ნოემბრამდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, 2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

„თბილისში 3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge