ვერძი
ამ დღეებში ბევრი გეგმა რადიკალურად შეგეცვლებათ. აუცილებელია პირად და საქმიან ურთიერთობებში სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის შერჩევა. სტრესი სამსახურში შეიძლება გაიზარდოს; ეს დაკავშირებული იქნება დატვირთვის ზრდასთან, ხოლო ხელფასი უცვლელი რჩება. ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან და ადამიანებთან, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს.
კურო
კვირის დასაწყისი კარგი დროა გეგმებისა და მიზნების განსახორციელებლად. შანსი გექნებათ, იყოთ წარმატებული სამსახურში. მაგრამ თქვენს პირად ცხოვრებაში საჭიროა არსებული პრობლემების მიზეზებზე დაფიქრება. შესაძლოა, სიტუაციის თქვენეული აღქმა შეიცვალოს და საკითხის გადაწყვეტა სულ სხვა მიდგომით მოგიწიოთ. ეცადეთ, რომ ემოციებმა ხელი არ შეგიშალოთ თქვენს საქმიანობაში.
ტყუპები
არ დაკარგოთ რწმენა იმისა, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაზეც ოცნებობთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენ უახლოვდებით თქვენს სანუკვარ მიზანს. მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ეს ასე არ არის და ძალიან ბევრი დაბრკოლება გხვდებათ. ძალიან მალე მიაღწევთ თქვენს მიზანს და ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა. თქვენ იგრძნობთ ბედნიერებას და ჰარმონიას, იპოვით ცხოვრების აზრს და სიხარულს. პოზიტიური ცვლილებები გელით.
კიბო
კვირის დასაწყისში შესაძლოა გეგმების, ამავდროულად, გრძნობებისა და განწყობის გარკვეული ცვლილება იგრძნოთ, თუმცა ოთხშაბათისთვის თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ასე რომ, მზად იყავით ენერგიის მოზღვავებისა და თქვენი ცხოვრების ჰარმონიზაციისთვის. თქვენი გაძლიერებული გამჭრიახობა ხელს შეუწყობს პროფესიულ წარმატებას. შაბათი კვირის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ისარგებლეთ დასვენების შესაძლებლობით.
ლომი
ეს კვირა ძალიან წარმატებულია კარიერული თვალსაზრისით. შეიძლება იყოს მაცდური ბიზნესშეთავაზებები. ასევე ძალიან სავარაუდოა, რომ შეხვდეთ სასარგებლო ადამიანებს. თუ კონცენტრირებული და ყურადღებიანი ხართ, მაშინ გარანტირებული გაქვთ წარმატება სამსახურში და თან ისეთი წარმატება, რასაც არც ელოდით. იპოვეთ წონასწორობა საკუთარ თავში. შაბათ-კვირას მარტო გაისეირნეთ პარკში ან სანაპიროზე.
ქალწული
ამ კვირაში შედარებით მარტივად მოაგვარებთ თაროზე შემოდებულ ყველა საკითხს. დროა, აჩვენოთ ის, რაც ცხოვრებამ გასწავლათ. თუმცა ფრთხილად იყავით, არ დაემორჩილოთ ცდუნებას, მკაცრად გააკრიტიკოთ ყველა და ყველაფერი. განსაკუთრებით საზიანო იქნება კოლეგებზე თავდასხმა, მეგობრები კი მადლობას არ გეტყვიან. სცადეთ საკუთარი თავი რაიმე ახალში, თქვენთვის უცნობში, მაგრამ ამის შესახებ ნურაფერს ეტყვით სხვებს, სანამ საკუთარ შესაძლებლობებში სრულად არ იქნებით დარწმუნებული.
სასწორი
ეს კვირა შეიძლება იყოს მდიდარი შეხვედრებითა და ახალი ნაცნობებით. თითქმის ყველა მათგანი მოგანიჭებთ სიამოვნებას. ახლა მოგზაურობები, მივლინებები ძალიან ხელსაყრელია. არ დაგავიწყდეთ სამუშაოსა და დასვენების მონაცვლეობა. გამოიყენეთ შაბათ-კვირა საკუთარ თავზე და მათზე ზრუნვისთვის, ვინც გიყვართ.
მორიელი
ახლა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი იდეა. ვარსკვლავები გპირდებიან წარმატებას ბიზნესსა და სიყვარულში. არ გამოტოვოთ ეს შესანიშნავი შანსი, გააძლიეროთ თქვენი პოზიცია კარიერულ კიბეზე, ან თუნდაც გადადგათ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი. უმჯობესია შაბათ-კვირა დაუთმოთ თქვენს ოჯახს და მათ, ვინც გიყვართ.
მშვილდოსანი
დროის უმეტეს ნაწილს მუშაობას მოახმართ. ორშაბათს მიზანშეწონილია დაისახოთ მკაფიო მიზანი და მიჰყვეთ მას; ეს დღე შეიძლება იყოს საინტერესო და დატვირთული, მნიშვნელოვანია ძალისა და ენერგიის სწორად გადანაწილება. კვირის შუა ნაწილი შესანიშნავი დროა მომავალი კარიერული წინსვლისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.
თხის რქა
დაისვენეთ, სანამ შეგიძლიათ. გაგიჭირდებათ მიმდინარე საქმეებზე კონცენტრირება, ახალ პროექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. კვირის ბოლოს ოჯახურ პრობლემებზე არ უნდა ფოკუსირდეთ, საქმის დალაგების მცდელობა სკანდალს შექმნის. ჯობია უბრალოდ დაისვენოთ, ყველაფერი როგორმე თავისთავად მოგვარდება.
მერწყული
უახლოეს დღეებში ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება, მაგრამ პასუხისმგებლობების რაოდენობაც გაიზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სამსახურს ეხება. გამოიჩინეთ მონდომება და აქტიურობა ყველაფერში და მაშინ ფორტუნა თქვენ მხარეს იქნება. კვირის ბოლოს შეეცადეთ დაისვენოთ და არ გააკეთოთ რაიმე მნიშვნელოვანი, რადგან თქვენი გრანდიოზული გეგმები შესაძლოა ვერ შესრულდეს.
თევზი
კარგი კვირაა ახალი იდეებისა და თამამი პროექტების განხორციელებისთვის. დაუგეგმავმა შეხვედრამ შეიძლება მომგებიანი საქმიანი ხელშეკრულების დადებამდე მიგიყვანოთ ან მორიგი რომანის დასაწყისი გახდეს. მოუსმინეთ კოლეგებისა და მეგობრების კომენტარებსა და რჩევებს. თქვენ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიონალიზმი, დასვენება ჯერ ნაადრევია.