“ძმაკაცები იყვნენ”- თელეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

ზემო თელეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივებისგან ირკვევა, რომ 36 წლის მამაკაცი მეგობარმა მოკლა.

“ამხანაგები იყვნენ, ძმაკაცები… ბოლოს ურთიერთობა გაწყვიტაო”, – ამის შესახებ ზემო თელეთის მოსახლეობა საუბრობს და სოფელში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

სოფელში მკვლელობის მოტივზე საუბარს კამერებთან ერიდებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდება.

“სამსახურში რომ ჩავედი, ამბავი დამხვდა, თქვენი მეზობელი იყო მოყვანილი, არტერიები ჰქონდა გადაჭრილი, მოიყვანეს, მოკვდაო”, – ამბობს მოკლულის კიდევ ერთი მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ სოფელში 36 წლის დათო კუმელაშვილი ცივი იარაღით დაჭრეს. ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილას დაიღუპა. მკვლელობაში ბრალდებული 40 წლის დავით აღდგომელაშვილი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

Next Post