მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთი ექიმი ვიოლეტა ინასარიძეა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგის “ადრენალინის” შემცველი ნემსი მაშინვე გაუკეთა, როგორც კი ბენეფიციარის მდგომარეობა გართულდა.
გამოძიება ინასარიძეს ცრუ ჩვენების მიცემაში სდებს ბრალს. პროკურატურის ინფორმაციით, ექიმს მეგი ბაქრაძისთვის არნაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევია. მეტიც, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, მოწმეებმა ჩვენებები სამჯერ შეცვალეს. მისი ინფორმაციით, ბოლოს მიცემულ ჩვენებაში თავად ვიოლეტა ინასარიძე აღაირებს, რომ იცრუა და სინამდვილეში კლინიკაში იმ დროს საერთოდ არ იმყოფებოდა.
“ჩვენებების პირველ ნაკადში საქმის ყველა მოწმემ ერთნაირი ინფრომაცია მიაწოდა გამოძიებას. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ ექიმი ვიოლეტა ინსარიძემ მეგი ბაქრაძეს მყისიერი დახმარება აღმოუჩინა და გაუკეთა ადრენალინი. მეორე ნაკადში მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს და თქვეს, რომ ვიოლეტა შემთხვევის ადგილზე არ მყოფებოდა… ხოლო მესამე ნაკადის ჩვენებებში დაემატა ისიც, რომ მეგისთვის ადრენალინი არ გაუკეთებიათ.