ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვერსიაზე არ საუბრობს, თვითმხილველის მონათხრობი კი ასეთია:
“დაახლოებით 40 წლამდე ასაკის ქალბატონმა ავტომანქანა კომაროვის სკოლასთან გააჩერა, გადმოვიდა… უცნაურ ხმებს გამოსცემდა, ტროტუარზე ჩამოჯდა და აშკარად ჩანდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. გამვლელმა მამაკაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ქალბატონი მის მოსვლამდე გარდაიცვალა”.
ქალბატონის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის მერეც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.
წყარო: ambebi.ge