რუსთავში სამართალდამცავებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, XXI მიკრორაიონში, სურსათის სადღეღამისო მაღაზიასთან, კომენდანტის საათის დროს პოლიციელსა და ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცები მაღაზიაში საეჭვოდ იქცეოდნენ რა დროსაც მათ პოლიციელი გამოელაპარაკა. საუბარი კამათში გადაიზარდა და 25 წლამდე ახალგაზრდები პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილზე გამოიძახეს კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი და სამართალდამრღვევები მალევე დააკავეს.