თუ შეიძლება ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა? – კითხვის საპასუხოდ დეკანოზი ანდრია კემულარია ამბობს, რომ ლოცვა ჭიროა ყველგან.
„ეს კითხვა მრავალს ებადება. ლოცვა, არათუ შეიძლება, საჭიროცაა ყველგან. ამას თვით წმინდა მოციქული პავლე გვასწავლის: მოუკლებელად ილოცევდით (1თეს. 5,17). შეიძლება ვილოცოთ სკვნილით, ან ვიმეოროთ ფსალმუნები და სხვა ლოცვები. ტრანსპორტში ლოცვის გარდა პირჯვრის გადასახვაც შეიძლება.“ – ამბობს დეკანოზი.