ზუგდიდის ილია ჭავჭავაძის სახელობის №7 საჯარო სკოლის(ყოფილი მე-15 სკოლა) არქივში, დღემდე ინახება ისტორიული გოლის ავტორის ნიკა კვეკვესქირისა და სკოლის საფეხბურთო გუნდის პრიზები.
ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში სკოლის პედაგოგმა გამოაქვეყნა.
ზუგდიდის მე-15 საჯარო სკოლა დაამთავრა გამარჯვების გოლის ავტორმა ნიკა კვეკვესქირმა.
„სასკოლო გუნდის შემადგენლობა: ნიკა კვეკვესქირი, ლევან ხორგუანი, პაატა ბასარია, ვლადიმერ კოხია, გიორგი ქვარცხავა…სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ვამაყობთ შენი წარმატებით”, – წერს ფეისბუქზე პედაგოგი ლორიტა მიქავა.
32 წლის ფეხბურთელი აფხაზეთიდან დევნილია. მისი მშობლები ზუგდიდში ცხოვრობენ.