Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ღირს EURO 2024-ის საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთები და ფრენა?

March 27, 2024
რა ღირს EURO 2024-ის საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთები და ფრენა?

ისტორია დაწერილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა.

ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ისტორიაში პირველად 120 წუთი ითამაშა და პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ამგვარად საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.

ჩვენთვის სადებიუტო და რიგით მე-17 ევრო პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.

სატურნირო ცხრილი ასეთია:

18 ივნისი საქართველო – თურქეთი – დორტმუნდი “ვესტფალენშტადიო”;
22 ივნისი საქართველო – ჩეხეთი – ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიო”;
26 ივნისი საქართველო – პორტუგალია – გელზენკირხენი “არენა აუფ შალკე”.
სტადიონის ბილეთები:

გარდა პირველად და მეორად ბაზრებზე უკვე გასაყიდი ბილეთებისა, უეფა მონაწილე ქვეყნებისთვის კვოტებს გამოყოფს, რაც ქვეყნების შიდა საიტებზე გაიყიდება, რაც ჯერ გამოყოფილი არ არის. სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება კვოტით გამოყოფილი ბილეთების ფასიც.

უკვე განთავსებული ბილეთების ფასები კი ასეთია:

თურქეთთან 18 ივნისის მატჩზე ბილეთის ფასი €139-დან იწყება და €454-ს აღწევს.
22 ივნისს ჩეხეთთან მატჩზე ბილეთის ფასი €169-დან იწყება და €4 361-ს აღწევს. თუმცა ბილეთების საშუალო ფასი დაახლოებით €700-ია. მოედნის მაქსიმალური ტევადობა კი, 57 000 ადამიანია.
რაც შეეხება ჩვენთვის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს ის გელზენკირხენში “შალკეს” არენაზე ჯგუფის ლიდერ პორტუგალიასთან გაიმართება, სადაც ბილეთის ფასი €155-დან €2 235-მდეა. თუმცა სტადიონზე ბილეთის საშუალო ფასი €500-ს არ აღემატება.
პლეი ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი და 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.

ფრენის ფასი დაანგარიშებულია დაბალბიუჯეტური ტურისტული კომპანიის “flyavia.ge” მიერ

საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან გერმანიის მიმართულებით ფრენები რამდენიმე ქალაქში სრულდება, აქედან დორტმუნდსა და ჰამბურგში, სადაც მატჩები ტარდება, პირდაპირი რეისები სრულდება.

დორტმუნდში wizzair-ით ფრენა 14 ივნისს 509 ლარიდან იწყება. 17 ივნისს უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი, 289 ლარიდან.

რაც შეეხება ჰამბურგს, აქ 22 ივნისამდე ბოლო ფრენა 18 ივნისს შესრულდება და ბილეთის ფასი 479 ლარია, ხოლო უკან დაბრუნება 25 ივნისს 719 ლარია.

რაც შეეხება გელზენკირხენს, ის დორტმუნდიდან 35 კილომეტრში მდებარეობს და საქართველოდან ჩასული გულშემატკივრისთვის ყველაზე “მოკლე გზაა”.

აღსანიშნავია, რომ ბილეთის ფასები მუდმივად ცვალებადია მოთხოვნის მიხედვით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ვინ ჩაანაცვლებს ალექსანდრე წულაძეს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • “შიდა პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს…” – ვისზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge