სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში – “პირველების” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი შეყვარებულმა დაჭრა. ირკვევა, რომ 30 წლამდე მამაკაცი ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა და ადგილიდან გაიქცა.
პოლიციამ დანაშაულში მხილებული 28 წლის ქალი, რამდენიმე წუთის წინ დააკავა.
ირკვევა, რომ წყვილი, ქვემო ფონიწალაში სტუმრად იყვნენ ჩასულები, მოულოდნელად კი ჩხუბი დაიწყეს, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც გამომძიებლები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი სტუმრად იმყოფებოდა. მათივე თქმით, სასწრაფოს მისვლისას ახალგაზრდა მამაკაცი სისხლის გუბეში იწვა.
“გავიგე, რომ გოგომ ბიჭი დაჭრაო. დაახლოებით, 8 საათის მერე, 9-ის ნახევრისკენ მოხდა. სასწრაფო იყო მოსული 9-ის ნახევარზე და გუბე იდგა ეზოში სისხლის. ბიჭი იყო დაჭრილი, გოგომ დაჭრაო. ბიჭი გადარჩენილია. შეყვარებულმა დაჭრა დანით”, – ამბობს ადგილობრივი.
წყარო: ტელეკომპანია პირველი