ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის ყველა წევრი და ტექნიკური პერსონალი მწუხარებას გამოთქვამს ქვედა სიმონეთში მომხდარ ტრაგიკული ამბის, შემზარავი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ორი პიროვნების გამო და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათ შორის დაღუპულ, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის სასკოლო ავტობუსის მძღოლ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ გოჩა კლდიაშვილის მამის- გაგი კლდიაშვილის გარდაცვალების გამო.
გვიმძიმს სიტყვებით გამოვხატოთ მწუხარება და წარსულში ვისაუბროთ გაგის შესახებ. ის ყველას მეგობარი და ღირსეული პიროვნება იყო…
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის საზოგადოებას და ახლობლებს”