ლატალის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის – გეგი ხორგუანის გარდაცვალების გამო.
გეგი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და ყველა იმ ადამინის გულში სამუდამოდ დარჩება, ვინც კი მას იცნობდა. 💔
ვუსამძიმრებთ, ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ვუსამძიმრებთ მთელს სვანეთს!”