ისრაელში ქართველი ებრაელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ვაჟმა მიშელ გურიელაშვილმა დაწერა. პროდიუსერი გია გოგორიშვილი ბატონი კაკულის ბოლო დღეებს ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს..
გია გოგორიშვილი:
– კაკულის 4 წლის წინ დაუდასტურდა სიმსივნე, პირველი ორი წელი ჩვეულებრივ იყო, უბრალოდ, წონაში დაიკლო, თორემ მუშაობდა. ბოლო პერიოდი ძალიან დაიკლო წონაში, გადაცემებშიც ეტყობოდა. ძალიან ენერგიული ადამიანი იყო, სიცოცხლის მოყვარული, ბოლომდე იბრძოდა, ფარ-ხმალს არ ყრიდა. ასეთი მძიმე ავადმყოფობა ჰქონდა, ტკივილები და გასტროლებზე დადიოდა. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა, ტელევიზიებში იწვევდნენ, გადაცემებში მონაწილეობდა.
საოცარი მეგობარი იყო, ისე უხაროდა რომ ჩავდიოდით, გაიქცეოდა იყიდიდა ნაირ-ნაირ ხორცის ნაჭრებს, თავისი ხელით გაამზადებდა შამფურზე და გვიწვავდა. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა მერაბ სეფაშვილთან, ძმებივით იყვნენ.
