ყველას უნდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი სწორი წეს- ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი – სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. როცა საქმე რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. ყველას უნდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღები სწორი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
-მხოლოდ ერთ ფანჯარაში უნდა ავანთოთ სანთელი?
– ფანჯარას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა აღმოსავლეთით კარგი იქნება, საიდანაც ელოდებით “სიმართლის მზეს”.
– სანთელი მხოლოდ იმ ოჯახებში უნდა აინთოს, სადაც ოჯახის წევრები მარხულობენ?
– ნებისმიერ ოჯახში შესაძლებელია, მიუხედავად უმარხველობისა. ერთობით ვადიდოთ უფალი.
– ამ დროს რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ?
– შობის ტროპარ-კონდაკი:
ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის- ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა- თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
