სასტიკი მკვლელობა ცხვარიჭამიაში. მეზობლებმა 42 წლის მამაკაცი – ტ.ქ. საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები სავარაუდოდ, ყელის არეში დანით აქვს მიყენებული.
მათივე თქმით, ტ.ქ. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად იყო, ასევე სვამდა სხვა პირებთან ერთადაც, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მათ შორს, კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარიყო.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.