ქალის მდგტომარეობა, რომელიც სავარაუდოდ მეუღლემ დაჭრა,მძიმეა.
შემთხვევა დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში მოხდა.
„მოზაიკას“ ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს ჭრილობა თავის არეში მიაყენა.
„არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლი დანით დაჭრა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ვიცი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა“, – უყვებიან ადგილობრივ სააგენტოს.
ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.