ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარი სროლა ავსტრალიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ანტისემიტური არეულობის შედეგია.
როგორც მან აღნიშნა, ავსტრალიის მთავრობამ უამრავი გამაფრთხილებელი ნიშანი მიიღო და “გონს უნდა მოეგოს“.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
