ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მიუსაფარი ძაღლი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოაგდეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძაღლი ადგილზე მოკვდა.
შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის ცხოველთა უფლებადამცველები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს სიმაღლიდან ძაღლის გადმოგდების პირველი შემთხვევა არაა.
