“არჩევნები რას ნიშნავს, რომ დაგპირდა ვიღაცა აფერისტი პოლიტიკოსი რაღაცას მოვიდა ხელისუფლებაში მოგატყუა, გადაირჩევ ორი წელი იქნება თუ ოთხი არ აქვს მნშვნელობა. მერე სხვაც მოგატყუებს, გადაირჩევ და ასე წავა ეს ქვეყანა განვითარებისკენ,” – აღნიშნული განმარტება “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა “რეაქციაში” დღეს გააკეთა.
ამავე გადაცემაში ინგა გრიგოლიამ და “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა “ნიძლავი” დადეს.
“სამი თვეა რაზე ვლაპარაკობთ ხო… შევლენ არ შევლენ, რაუნდი იქნებ არ იქნება… რა ვიცი ვინც გვენდობა გვენდოს. ჩვენი პოლიტიკოსების პრობლემა რა არის, რომ თვითონ პოლიტიკოსებს მოსწონს ლანძღვა, მათ უყვართ ურთიერთლანძღვა პირდაპირ ეთერში.
აღნიშნული განცხადება ალეკო ელისაშვილს “რეაქციის” წამყვანმა შემდეგი სიტყვებით შეაწყვეტინა” – “ალეკო ლანძღვა თქვენ, რომ იცით რავი, მარგალიტები გაქვთ დაყრილი ხოლმე…”
რაზეც “მოქალაქეების” ლიდერმა განუცხადა, რომ – “პერსონალური ლანძღვების გაგრძელება აქ არ მინდა.”
“პოლიტიკოსებს უყვართ ურთიერთლანძღვა პირდაპირ ეთერში, მაგრამ პოროცესი რა არის? – იმდენად ჩაკეტილი ჰორიზონტი ჩვენ პოლიტიკოსებს… პერსონალური ლანძღვების გაგრძელება აქ არ მინდა. ამ პროცესების იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. შენ დალოცვილო შეხედე ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დევს ახლა მაგიდაზე. ეს ქვეყანა შეგვიძლია გავხადოთ უკეთესი და წინ წავიყვანოთ იმიტომ, რომ კარგი არჩევნები მივიღოთ. არჩევნები რას ნიშნავს, რომ დაგპირდა ვიღაცა აფერისტი პოლიტიკოსი რაღაცას მოვიდა ხელისუფლებაში მოგატყუა, გადაირჩევ ორი წელი იქნება თუ ოთხი არ აქვს მნშვნელობა. მერე სხვაც მოგატყუებს, გადაირჩევ და ასე წავა ეს ქვეყანა განვითარებისკენ.
ამავე კონტექსტში ინგა გრიგოლიამ “მოქალაქეების” ლიდერს კიდევ ერთხელ შეახსენე თავი და დასძინა, რომ მათთან ნიძლავს დადებდა. – “დაგენიძლავებით და მერე შევხვდებით ერთმანეთს! უკაცრავად რა ვერ გაიტანთ, ვერ დაწევთ ბარიერს, თუმცა არა რა მნიშვნელობა აქვს!” – განუცხადა ელისაშვილს ინგა გრიგოლიამ.
რაზეც ლევან იოსელიანმა გრიგოლიას საპასუხოდ თქვა, რომ “ნიძლავის” დასადებად მძად იყო.
“მოდი დავნიძლავდეთ, თუნდაც ბარიერის დაწევაზე და თუ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში ჩვენ ჩვენსას გავიტანთ.”
აღნიშნულზე წამყვანმა დასძინა, რომ – “ხოდა აქ სწორედ “თუ”-ზეა საუბარი.
ლევან იოსელიანმა კი ამავე კონტექსტში გრიგოლიას განუმარტა, – “არჩევნებს რაც შეეხება დავნიძლავდეთ.”
მაგრამ გრიგოლიამ კიდევ ერთხელ განუმარტა ლევან იოსელიანს, რომ – “აქ “თუზეა” საუბარი და რას მეუბნებით რომ რაც ოპოზიციის მემორამდუმში წერია ყველაფერს გაიტანთ?”
აღნიშნული სიტყვების თქმის შემდეგ გრიგოლიამ და იოსელიანმა “სანაძელოს” სახით ერთმანეთს ხელი ჩამოართვა.