გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქალაქის ცენტრში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
