საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ეხმაურება თეა წულუკიანის თავდასხმას ნიკა გვარამიაზე
ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მისი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, ეს საფრანგეთში დასჯადია 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 300 000 ევროს ჯარიმით
“ყოფილ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება სცოდნოდა საფრანგეთის სასამართლო კოდექსი.
ანუ, მისი დღევანდელი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, დასჯადია 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 300 000 ევროს ჯარიმით. თუ უნებლიედ მოუვიდა… მაშინ 3 წლით და 100 000 ათასი ევროს ჯარიმით…
ნორმალურ სახელმწიფოში, პირად მონაცემთა გასაჯაროვება მესამე პირის მიერ უმკაცრესად ისჯება…”- წერს ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი.