1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7008 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7008 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9314 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8932 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0382 ლარი შეადგინა.