Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული

November 14, 2023
ასტროლოგებმა დაასახელეს იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრებაც 2023 წლის შემოდგომაზე რადიკალურად შეიცვლება

14 ნოემბერი

ამ დღეს შესაძლოა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისა და რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა თავი, თუმცა თქვენი ცხოვრებიდან მოძველებული, არასაჭირო საქმეების გაშვებით კარს სიახლეებსა და პროგრესს გაუხსნით, მნიშვნელოვან გაკვეთილსაც მიიღებთ და გამოცდილებასაც დააგროვებთ.

15 ნოემბერი

ეს დღე გაჩვენებთ, რომ თუ თქვენს ენერგიას გონივრულად არ გამოიყენებთ, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდეთ. დაფიქრდით, ხომ არ არიან თქვენ ირგვლივ ახლობელი ადამიანები, რომლებსაც ყურადღებას აღარ აქცევთ და უსამართლოდ ექცევით? გადახედეთ არსებულ ურთიერთობებს, მისწერეთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს, აგრძნობინეთ სითბო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი მხრიდან საყვედურების მოსმენა მოგიწიოთ და ამან უარყოფითი განწყობა შეგიქმნათ.

16 ნოემბერი

ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი უნარები, პოტენციალი, ცოდნა სრულად გამოავლინოთ და საინტერესო, ახალი შეთავაზებებიც მიიღოთ. იყავით გამბედავი, ახლა დიდი შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, დაწინაურდეთ და აღიარება მოიპოვოთ.

17 ნოემბერი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს სახლში განმარტოვდეთ და საკუთარ ფიქრებს, ემოციებს ჩაუღრმავდეთ. წარსულზე, ახლანდელ მდგომარეობასა და მომავალზე ფიქრი დაგეხმარება, რომ ზუსტად განსაზღვროთ, რა გსურთ. რაც მთავარია, იყავით გულწრფელები, გააანალიზეთ ყველა იმედგაცრუება, წყენა, დაფიქრდით საკუთარ როლზე. ეს დაგეხმარებათ, რომ შინაგან ჰარმონიას მიაღწიოთ და თქვენს ცხოვრებაში სიცხადე შემოიტანოთ.

18 ნოემბერი

ამ დღეს შესაძლოა, უმოტივაციობა და უენერგიობა იგრძნოთ. მოგეჩვენოთ, რომ ის საქმე, რომელსაც აქამდე კარგად აკეთებდით, აღარ გამოგდით და ამის გამო მოტივაციაც დაკარგოთ. მაგრამ, ნუ ინერვიულებთ – ემოციური არასტაბილურობის პერიოდი მალე გადაივლის, კვლავ ნახავთ მოტივაციას და შემართებით განაგრძობთ ცხოვრებას. რთული დღეები კი დაგეხმარებათ, კიდევ ერთხელ გადახედოთ პრიორიტეტებს და სურვილის შემთხვევაში, განხსხვავებული ხედვაც ჩამოიყალიბოთ.

19 ნოემბერი

ასტროლოგების თქმით, ეს დღე ბევრი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვან თარიღად გადაიქცევა. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდეს გზა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ და განვითარებაში დაგეხმარებათ. დააკვირდით დღის თითოეულ მინიშნებას, ინიციატივას, შეთავაზებას, შესაძლოა მათში თქვენთვის საჭირო გასაღები იმალებოდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 7 ტაილანდელ ქალს, თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
  • მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, მელიას პატიმრობა შეეფარდა
  • “რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?”- დავით ქაცარავა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge