ლექს-სენმა გიორგი ღოღობერიძის რუბრიკაში “როგორ გადავრჩი,“ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც პანიკური შეტევები დაეწყო და ამის გამო, კინაღამ სერიოზულ ავარიაშიც კი მოჰყვა. ამ შემთხვევამ ექიმამდე მიიყვანა და მკურნალობა დაიწყო. ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მედიკამენტების მიღება ორი წელი დასჭირდა და პერიოდულად სტრესული მდგომარეობა ისვე თავს იჩენდა…
– ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ, თუ შეიძლება ასე ითქვას. 23 წელია სცენაზე ვარ, ცხოვრებას ახასიათებს გაქრობები. დიდი ხნით არ გავმქრალვარ, აღმოჩნდა, რომ გგონია არასოდეს არაფერი მოგერევა, თურმე გერევა. მეც შემაწუხა და მიზეზი ეს იყო პაუზის. არასოდეს მიყვარდა აღმატებით ხარისხში საუბარი, აღმოჩნდა, რომ ჩემი პოპულარობა ვიღაცებს ყელში ჰქონდათ გაჩხერილი. ამანაც იმოქმედა, მერე ჩვენთან ხომ კონკურენცია სიმღერით უნდა გაგიწიონ. ემოციური ტიპი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი დაგუბდა, მერე დროში ამან დამარტყა.
მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, ნეგატივს აღემატებოდა პოზიტივი, მაგრამ ამან მაინც იმოქმედა, რადგან იდეალისტი ვარ. შეიძლება გარეთ აქტიური არ ვიყავი, მაგრამ იმ გაუჩინარების ორი წელი სტუდიაში ვმუშაობდი და რაღაცებს ვაკეთებდი. ექიმებსაც მივმართე კულმინაციის დროს, როდესაც შევატყვე, რომ ვერ ვუმკლავდებოდი. დამეწყო სუნთქვის უკმარისობა, წნევები დამეწყო და რაღაც მომენტში მთიშავდა. საშინელი შეგრძნება იყო. არ დამავიწყდება, მანქანით სადღაც მივდიოდი მეგობარი მეჯდა და ერთი იმის თქმა მოვასწარი რომ ცუდად ვართ-თქო. გავითიშე, საჭე გამექცა და მტკვარში ვვარდებოდით. იმან დაიჭირა საჭე, თავად დაჯდა მანქანაში და იმან წამიყვანა კლინიკაში. ასე დაიწყო ჩემი და ექიმების ურთიერთობა.
ფერი არ მქონდა, ყველა მიყურებდა, მცნობდა. მეგობარმა რომ მოუყვა ყველაფერი, უფრო დამშოკეს კლინიკაში, ინფარქტიაო. აღმოჩნდა, რომ მერე გულის დაზიანება არ იყო და იქ მითხრეს, რომ ეს იყო ნერვული შეტევები, რაც სპაზმს იწვევდა. მაგის მერე დავიწყე ნევროლოგთან მკურნალობა. ორი სამი წელი წამლებზე ვიყავი. მაგან გამომიყვანა მდგომარეობიდან, მაგრამ ისეთი რამ ყოფილა, სულ თუ არ აკონტროლებ, შეიძლება შეგიტრიალდეს. მაგრამ კარგი მომენტი ის არის, რომ იცი და მართავ. მქონდა შეგრძნება, რომ უნდა მოვმკვდარიყავი. წამლების შემდეგ ისევ ამ ცხოვრებაში დავბრუნდი, საყვარელი საქმის კეთება დავიწყე და სხვისი დაკიდება, შენ შენი საქმე უნდა აკეთო.
წყარო:ამბები