Monday, July 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ცხიმიანი და პრობლემური კანი ზამთრისთვის

November 2, 2023
ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ცხიმიანი და პრობლემური კანი ზამთრისთვის

სახლის პირობებში სახის კანის მოვლა არც ისე რთულია. ზამთრის ცივი სეზონი ახლოვდება და საჭიროა, რომ სახის კანსა და მასზე არსებულ გამონაყარზე განსაკუთრებულად იზრუნოთ, რომ არ გამოშრეს, ანთებითი პროცესი არ განვითარდეს და კიდევ უფრო არ გართულდეს.

ჯამში ჩაასხით ადუღებული წყალი, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი აფთიაქში შეძენილი გამხმარი გვირილა. თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და ცხელი წყლისა და გვირილის ორთქლს დაბანილი სახე 20 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ. შემდეგ აიღეთ ნახევარი მუჭა სიმინდის ფქვილი, შეურიეთ 1 სადილის კოვზი საჭმლის სოდა, დააწვეთეთ რამდენიმე ლიმონის წვეთი და მიღებული მასა დაორთქლილ სახეზე წრიული მოძრაობით, ნაზად შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. 30 წუთის შემდეგ, ისევ გადაისვით კრემის თხელი ფენა. ამ გაწმენდის პროცედურის შემდეგ, სიცივეში კანის გამოშრობის საფრთხეს აიცილებთ და სახიდან მუწუკები და შავი წერტილებიც ნელ-ნელა ალაგდება. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია საღამოს, კვირაში ერთხელ;
1 ნაჭერი შავი პურის გული დაალბეთ რძეში, შემდეგ გაწურეთ და დაიდეთ მთელ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით სახის კრემი. ეს ნიღაბი გაუხეშებული კანის დარბილებასა და მუწუკებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ;
1 ცალი კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად. შემდეგ მოაცილეთ კანი და გახეხეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი რძე, 1 კვერცხის გული, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა სახის კანს ამშვიდებს და გამონაყარსა და სიწითლეს აცხრობს.
კანის მდგომარეობა პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც მასზე ცხიმიანი სიპრიალე და მუწუკები ჩნდება. ზოგიერთი კანი საჭიროზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებს. ეს შეიძლება, მთელი რიგი მიზეზების გამო მოხდეს, მაგალითად, გენეტიკური მიდრეკილება, სტრესი, ჰორმონული დარღვევა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი – ყველაფერი ეს ასტიმულირებს ცხიმის ჯირკვლების აქტივობას და იწვევს კანის პრობლემებს. ცხიმის ჯირკვლები დერმაში არის განლაგებული და პირდაპირ კავშირშია თმის ფოლიკულებთან. თუ ცხიმის ჯირკვალი ძალიან ბევრ ცხიმს გამოყოფს, ხდება თმის ფოლიკულის დაცობა და კანზე ჩნდება მუწუკები. ზედმეტი ცხიმი არღვევს კანის მჟავის ბუნებრივ ბარიერს, ფორებში შეიძლება, ბაქტერიებმა შეაღწიონ და კანის ანთებაც გამოიწვიონ. ამიტომ, ცხიმიანი კანისთვის საგულდაგულო გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამოიყენოთ ამისთვის საპონი, რადგან ის ზედმეტად აშრობს კანს და ასტიმულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას. გამოიყენეთ დასაბანი სკრაბი ან გელი ნორმალური კანისთვის, მაგნოლიის ექსტრაქტით. ის აქტიურად წმენდს კანს და ეხმარება ცხიმიან სიპრიალესთან ბრძოლაში, ხსნის ფორებს, ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს. ასევე, გამოიყენეთ ტონიკები, რადგან მათ მადეზინფიცირებელი ეფექტი აქვთ და კარგად ერგებიან ცხიმიან კანს.

ცხიმიან კანს სიცივისგან და სხვა გარემო ზემოქმედებისგან დაცვა სჭირდება, ამიტომ უნდა გამოიყენოთ დამანოტივებელი კრემები, მსუბუქი გელები და სითხეები. დამანოტიოებელი საშუალებები შეარჩიეთ ანტიბაქტერიული და დამაწყნარებელი კომპონენტებით. მაკიაჟის გაკეთებისას კი გამოიყენეთ ფხვიერი პუდრი და უზეთო ტონალური ფუძეები, რადგან ისინი შეიწოვენ სახის კანის ზედმეტ ცხიმს. კვირაში 2-ჯერ მუწუკების საწინააღმდეგო სკრაბებისა და ნიღბების საშუალებით მოიშორეთ მკვდარი უჯრედები და ჭუჭყი.

მკაცრად გადახედეთ კვებას და მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, მოწევას და სტრესს, რამაც შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედოს კანის მდგომარეობაზე. კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებლად დალიეთ ბევრი სითხე.
წყარო:თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვალუტის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს ხვალ?
  • შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რეკორდული სიცხეები? – სინოპტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge