პოლონეთში 28 წლის ქართველს თავს დაესხნენ – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. ის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაშავებული 28 წლის ქართველი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
