ზაფხული ახლოვდება. ზღვისა და გარუჯვის მოყვარულებისთვის უმთავრესი პირობა ლამაზი სხეულია. ზამთარში მეტ-ნაკლებად წონაში ვიმატებთ, ზაფხული საუკეთესო დროა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს რა მეთოდით მოხდება. უმრავლესობა მარტივ გზას ირჩევს – მოკლევადიან მკაცრ დიეტებს, რაც, დიეტოლოგების თქმით, დაუშვებელია. მან ჩვენი ორგანიზმი შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს. რა შედეგები მოჰყვება თვითნებურ დიეტებს და როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე, ამის შესახებ “კვირის პალიტრას” ექიმი ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება:
– თვითნებური დიეტა რეკომენდებული არ არის. თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა.
ადამიანის ორგანიზმს, ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ყოველდღიურად სხვადასხვა სახის მიკროელემენტებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობა სჭირდება. თვითნებურმა დიეტებმა კი შეიძლება მათი დეფიციტი გამოიწვიოს და სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
– ბევრს დიეტა შიმშილობაში ეშლება. რას ნიშნავს დიეტა?
– დიეტა ნიშნავს სწორ, დაბალანსებულ, ჯანსაღსა და რაციონალურ კვებას. თუ პაციენტს რაიმე ტიპის დაავადება არ აქვს, ნებისმიერი სახის პროდუქტის მიღება შეუძლია, მათ შორის, ტკბილისაც. აქედან გამომდინარე, არ ხდება არც ერთი პროდუქტის შეზღუდვა. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი პროდუქტი რა რაოდენობით მივიღოთ. განაგრძეთ კითხვა