გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ზემო მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან რუსი სამხედროების გამოჩენის თაობაზე.
ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” აქტივისტმა დავით ქაცარავამაც. მან “ფეისბუქში” დაწერა, რომ ტაძრი ოკუპაციის რეალური საფრთხის ქვეშ არის. მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში დრონი და სხვა სპეციალური აპარატები გაუშვეს.
“ტაძრის 1/3 მდებარეობს ოკუპირებულ ნაწილში, ხოლო დანარჩენი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ახალი საოკუპაციო გეგმის მიხედვით, ლომისას ტაძარი სრულად უნდა გადავიდეს ორკების კონტროლის ქვეშ. ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, ორკები ერთმნიშვნელოვნად გადმოსულები არიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიტანილი აქვთ სპეც. აღჭურვილობა (დრონი და 3-მეტრიანი ანძით აღჭურვილი აპარატი, რომელიც შესაძლოა, სპეც. ჯიპიესი იყოს). რაო, რას ამბობს ხელისუფლება, ისევ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ვაწვებით?” – დაწერა ქაცარავამ. განაგრძეთ კითხვა