ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” დუბლი შეუსრულა, “ნაპოლიმ” კი დამაჯერებლად (3:1) გაიმარჯვა და ოთხეულისთვის აქტიურად მებრძოლ გუნდად რჩება. საერთაშორისო მედია “კვარას” “დაბრუნებაზე” წერს.
ქართველი გარემარბი მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ჯერ თანაგუნდელებისგან პასები ისეთ სიტუაციაში ვერ მიიღო, გაბრაზება აქტიურად გამოხატა, რაც ნაკლებად ჩვევია. ხვიჩას ეუხეშნენ და და ამასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ, კვარაცხელიამ თავის სტილში გაიტანა, აღნიშვნამ კი მოწინააღმდეგეთა როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ხვიჩამ ის გაიმეორა, რაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, როცა კვიპროსის ნაკრების კარი დალაშქრა. ყველა
იმის გარკვევაშია, თუ რატომ მიმართავს ამ ხერხს 77-ე ნომერი. აღნიშვნა MMA-ს მებრძოლ ისრაელ ადესანიას დაუკავშირეს. განაგრძეთ კითხვა
წყარო – sportall.ge
