რეჰანი
ასტროლოგ შარლოტა კინგის თქმით, რეჰანს შეუძლია ფინანსური იღბალი მიიზიდოს. „ძვ.წ. 800 წელს ახალდაქორწინებულებს სწორედ ამ მცენარეს გადასცემდნენ, რათა ახალი ოჯახი აყვავებულიყო. რეჰანი ასევე გამოიყენებოდა სუნამოების წარმოებაში – ეს ბალახი ითვლებოდა სიმდიდრისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ“, – ამბობს კინგი.
პიტნა’
პიტნა კიდევ ერთი მცენარეა, რომელიც ფულს იზიდავს. „დაამატეთ მისი ფოთლები სასმელებს, რათა იღბალი მოუტანოთ ყველას, ვინც მას დალევს“, – გვირჩევს ასტროლოგი სტინა გარბისი. ის ასევე აღნიშნავს, რომ პიტნა საშუალებას გაძლევთ, გათავისუფლდეთ ნებისმიერი ნეგატიური ან არასასურველი ენერგიისგან.
დარიჩინი
“დარიჩინი არის კრისტალი ბალახების სამეფოში”, – ამბობს გარბისი. ”ეს აძლიერებს თქვენს განზრახვას”. ასტროლოგის თქმით, დარიჩინს ხშირად იყენებენ რიტუალებში, რომლებიც სიმდიდრეს იზიდავს. ამიტომ ნუ დაივიწყებთ ამ სანელებელს, თუ გინდათ, რომ ფინანსურ საკითხებში იღბალი გქონდეს.
გვირილა
ყვავილი შეიძლება გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად – ამისთვის გარბისი გვირჩევს, გვირილის ჩაი გააკეთოთ, შემდეგ კი დალიოთ, წარმოიდგინოთ, როგორ ხდება ოცნება ყოველ ყლუპზე.
ლავანდა
გარბისის თქმით, ამ მცენარეს შეუძლია სიყვარულის მოზიდვა – ამისთვის ლავანდა უნდა მოათავსოთ ბალიშის ქვეშ.
წყარო:მარაო