ჩიას თესლი ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყაროა. სწორედ ჩიას შემადგენლობა განაპირობებს მის სასარგებლო თვისებებს.
ჩიას შემადგენლობაში შედის:
ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, ომეგა-6 – რაც უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, იცავს სისხლძარღვებს, აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ტვინს ფუნქციონირებაში და ამცირებს დეპრესიისკენ მიდრეკილებას;
უჯრედისი – ჩიას თესლში შემავალი უჯრედისი არეგულირებს საჭმლის მონელებას. სასარგებლოა ყაბზობის დროს;
რკინა;
სპილენძი;
მაგნიუმი;
მანგანუმი;
კალციუმი;
კალიუმი;
ფოსფორი;
სელენი – გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და დაბერებისგან;
ვიტამინები: B1, B2,B3,B9 (ამ ვიტამინების გარდა შეიცავს A ვიტამინსაც, რომელიც აუცილებელია თვალებისა და უმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის);
ცილები
ჩიაში შემავალი ნახშირწყლების დაშლა ორგანიზმში ნელ-ნელა ხდება რაც ხელს უწყობს დიდი ხნის მანძილზე ნაყროვანების შეგრძნებას.
ჩიაში შემავალი ამ მინერალების და ვიტამინების(B ჯგუფის ვიტამინების) წყალობით ის უზრუნველყოფს ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების რეგენერაციას.
ჩიას თესლის ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გულის კუნთს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას. დადებითად მოქმედებს გულძმარვისა და უძილობის დროს. აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს. ენერგიის კარგი წყაროა.
ჩიას მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პირებში, რომელთაც დაბალი არტრიული წნევა აქვთ ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებენ. ამ დროს, სასურველია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ჩიას თესლმა ალერგიულ პირებში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ჩიას მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის სასურველი.
წყარო:მკურნალი