აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს ერთ-ერთი ტროსის გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო.
