გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ის გამოძიების შედეგებს ელოდება და იმედოვნებს, რომ მომხდარის გარემოებები მალე გაირკვევა. დედის განცხადებით, მისთვის სიმართლის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„არავისგან არაფერი მითხოვია ცხოვრებაში. 12 წელი თითი არავისთვის გამიშვერია, რომ გური შენ დამალე, გური შენ გააქრე და ასე შემდეგ. ველოდები გამოძიებას, ვიცი, დაადგენს მალე ყველაფერს და აი მაშინ, როცა სიმართლე გაირკვევა, არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში.
ცოტაც გაუძელ, გური შვილო, მოვალ შენამდე“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
