ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. ქართველ ფეხბურთელს საპატიო პრიზი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ გადასცა.
დაჯილდოების შემდეგ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე პირველ შეხვედრას მართავს. პარიზული გუნდის მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონი, ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება.
ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
