Monday, June 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველაზე დიდი და მძიმე წიგნი ზურგთან ახლოს ჩადეთ” – როგორ უნდა ჩავალაგოთ საკოლის ჩანთა, რომ ბავშვს მისი ტარება გაუადვილდეს

September 27, 2023
“ყველაზე დიდი და მძიმე წიგნი ზურგთან ახლოს ჩადეთ” – როგორ უნდა ჩავალაგოთ საკოლის ჩანთა, რომ ბავშვს მისი ტარება გაუადვილდეს

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჭოლოკავა გადაცემაში საუბრობს, როგორი უნდა იყოს სასკოლო ჩანთა, მაქსიმუმ რა სიმძიმის ტარებაა რეკომენდებული, რომ ბავშვის ჯანმრთელობა არ დააზიანოს:

– მასალა, რისგანაც ჩანთაა შექმნილი, მსუბუქი, სრიალა, რბილი და გლუვი უნდა იყოს, როდესაც ის ბავშვს დააქვს, მაცერაცია (ქსოვილთა უჯრედების ერთმანეთისაგან განცალკევება უჯრედშორისი ნივთიერების დაშლის შედეგად) არ გამოიწვიოს. სამხრეები კი რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს და არა წვრილი. სასურველია, მას რბილი სარჩული ჰქონდეს, რომ ბავშვს ხელი ნაკლებად ეტკინოს. ზურგი მყარი უნდა იყოს, თუმცა რბილი სარჩული უნდა ჰქონდეს. თუ სკოლის ჩანთებს დამატებითი ღვედები აქვს, რომლებიც გულ-მკერდის არესა და წელზე მაგრდება, ეს ძალიან კარგია, რადგანაც უზრუნველყოფს, რომ ჩანთა ზურგზე მიბჯენილი და ფიქსირებული იყოს. შემდეგი ეტაპი, რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, ეს არის, როგორ ჩაალაგებს ბავშვი ჩანთაში საგნებს. იწყებთ ყველაზე მძიმე და დიდი საგნით, რომელიც ზურგთან ახლოს უნდა იყოს და შემდეგ მოდიხართ დაპატარავების გზით. რაც უფრო მცირეა საგანი, ის ზურგიდან უფრო შორს უნდა იყოს – რაც უფრო მძიმეა, ზურგთან ახლოს მიბჯენილი. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი სიმძიმეა. გამოთვლილია, რომ ჩანთის წონა ბავშვის წონის 10-11%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბავშვი 20 კილოა, ჩანთა 2 კილო უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი სასკოლო ინვენტარი, წიგნები ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ, სპეციალისტები სხვადასხვა რჩევას გვაძლევენ. პირველ რიგში, ამოიღეთ ჩანთიდან ის, რაც ზედმეტია. მაგალითად, 2 საშლელი, ბევრი ფანქარი და ასე შემდეგ. თუ ესეც არ ამცირებს, იფიქრეთ, ხომ არ არის სკოლაში რამის დატოვება შესაძლებელი, რომ ბავშვმა არ ატაროს. თუ სპორტული აქტივობისთვის აქვს ნივთები, დამატებით ჩანთაში უნდა ჩავუდოთ, რომ წონა გადანაწილდეს. ბორბლებიანი ჩანთები ძალიან კარგი ალტერნატივაა. ამერიკელი ორთოპედები გვირჩევენ, თუ ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან არც ერთი შველის, უნდა მიბრძანდეთ სკოლაში და სკოლამ მშობლებსა და სასკოლო პერსონალს შორის განხილვა დაიწყოს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რომ ბავშვის დაზიანება თავიდან ავიცილოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • რა ხდება ისრაელში – ბოლო ცნობები ადგილიდან
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge