Friday, September 29, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“ – რას აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

September 14, 2023
„უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“ – რას აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Share on FacebookShare on Twitter

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალური ქსელით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის დანგრევა იგეგმებოდა, სადაც ბავშვა განვითარების ინსტიტუტია განთავსებული.

განცხადების მიხედვით, „უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“.

ასევე წაიკითხე

“ამ ორ მასხარას გინდათ ანდოთ ჩვენი ქვეყნის ბედი?“ – ვის შესახებ საუბრობს დათო ოქიტაშვილი

“იქვე, ჩემ თვალწინ კალიუმის ციანიდი დალია და არაფერი მოუვიდა…” – რას ამბობს მიხეილ ცაგარელი?

გვინდა გამოვეხმაუროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებულ არაზუსტ ინფორმაციას, თითქოს ილიაუნის მთავარი კორპუსი ინგრევა, სასწავლო პროცესი ფერხდება, ამავე კორპუსში განთავსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იხურება, ხოლო ამ ინსტიტუტის ბენეფიციარებს ილიას უნივერსიტეტი და სახელმწიფო თერაპიული სერვისის გარეშე ტოვებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ ზაფხულს ახორციელებს სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს. წელს ამ პროცესის ფარგლებში განხორციელებულმა ექსპერტიზამ (შპს “მშენ-ექპერტი +”) გამოავლინა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ანგარიშის მიღებისთანავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აწარმოა კონსულტაციები სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელ ექსპერტებთან იმის შესახებ, ხომ არ იყო შესაძლებელი აღნიშნული კორპუსის ნაწილობრივი დატვირთვა მაინც. სამწუხაროდ, უნივერსიტეტს ვერავინ მისცა იმის გარანტია, რომ შესაძლებელი იქნებოდა შენობის უსაფრთხო გამოყენება თუნდაც შეზღუდული მასშტაბებით.
ამ ეტაპზე, არსებული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, C კორპუსში დაგეგმილი სასწავლო და კვლევითი პროცესი უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში გადანაწილდა ისე, რომ სწავლის დაწყების თარიღი შეუცვლელი რჩება. ამასთან დაკავშირებით გუშინვე მედიისთვის განცხადება გააკეთა ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამავე კორპუსშია განთავსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, რომელმაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის თანამედროვე, მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული თერაპიის მოდელის დანერგვაში. 2014 წლიდან უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული აბილიტაციის პროგრამას, რომელიც შემდგომ დაინერგა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადდა და დაინერგა ენისა და მეტყველების თერაპიის კვლევითი და სასწავლო პროგრამები, ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების მოდულები. ამ ინსტიტუტის ბენეფიციარებს სპეციალურად აღჭურვილი სივრცეები ესაჭიროებათ, რომელთა მოწყობასა და განვითარებაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წლების განმავლობაში ასევე დიდი რესურსი ჩადო.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა უმოკლეს დროში გადავანაწილოთ ამ ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრებში. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გუნდი ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევს ამ ცენტრებს, რათა არცერთი ბენეფიციარი არ დარჩეს თერაპიული მომსახურების გარეშე. სპეციალურად შერჩეულ სივრცეებში მათ მოემსახურებიან იგივე პედაგოგები, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ილიას უნივერსიტეტში.
ამ პროცესების პარალელურად ვმუშაობთ C კორპუსის რეაბილიტაციის გეგმაზე, რათა იგი ოპტიმალურ ვადაში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაუბრუნდეს ჩვეულ სამუშაო რეჟიმს.

სხვა ამბები

„ამ საღამოს ისეთ ამბებს შეიტყობთ, გულის პრანჭვის საწინააღმდეგო საშუალებები მოიმარაგეთ“ – რას აანონსებს დავით ოქიტაშვილი
საზოგადოება

“ამ ორ მასხარას გინდათ ანდოთ ჩვენი ქვეყნის ბედი?“ – ვის შესახებ საუბრობს დათო ოქიტაშვილი

September 29, 2023
წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ 3 ცალი ორლარიანი და ერთი ცალი ლარიანი მონეტა და… – ცაგარელის რჩევა
საზოგადოება

“იქვე, ჩემ თვალწინ კალიუმის ციანიდი დალია და არაფერი მოუვიდა…” – რას ამბობს მიხეილ ცაგარელი?

September 29, 2023
კარდიოლოგებმა დაასახელეს გულის ადრეული პრობლემების 6 ნიშანი
საზოგადოება

კარდიოლოგებმა დაასახელეს გულის ადრეული პრობლემების 6 ნიშანი

September 29, 2023
კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოშორების 8 ბუნებრივი და მარტივი მეთოდი
საზოგადოება

კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოშორების 8 ბუნებრივი და მარტივი მეთოდი

September 29, 2023
ეკუნა ყანჩაველი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს – ნახეთ რა დაარქვა ქართველმა მომღერალმა ჩვილს
საზოგადოება

ეკუნა ყანჩაველი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს – ნახეთ რა დაარქვა ქართველმა მომღერალმა ჩვილს

September 29, 2023
რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

September 29, 2023
Next Post
“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში

გართულებული მოლაპარაკებები და მოულოდნელი შეხვედრები - ნახეთ რას გვპირდება სექტემბრის მეორენახევარი

2 თვის განმავლობაში გადაადგილება შეიზღუდება! – მნიშვნელოვანია ინფორმაცია მძღოლებისთვის

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “ამ ორ მასხარას გინდათ ანდოთ ჩვენი ქვეყნის ბედი?“ – ვის შესახებ საუბრობს დათო ოქიტაშვილი
  • “იქვე, ჩემ თვალწინ კალიუმის ციანიდი დალია და არაფერი მოუვიდა…” – რას ამბობს მიხეილ ცაგარელი?
  • კარდიოლოგებმა დაასახელეს გულის ადრეული პრობლემების 6 ნიშანი
  • კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოშორების 8 ბუნებრივი და მარტივი მეთოდი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge