Sunday, September 24, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სამხარაულმა მოითხოვა ილიას უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევა “ – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

September 13, 2023
„სამხარაულმა მოითხოვა ილიას უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევა “ – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში
Share on FacebookShare on Twitter

სოციალური ქსელის მომხმარებელმა გვანცა გულიაშვილმა facebook-ზე ვრცელი, მძიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზამ ილიას უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევა მოითხოვა.

ასევე წაიკითხე

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები – ნახეთ, ჩამონათვალი

29 სექტემბერს სავსემთვარეობაა – ნახეთ, ვის მოუტანს ეს დღე ფინანსურ კეთილდღეობას

„SOS!
მეგობრებო, მძიმე სტატუსს გაკითხებთ და წინასწარ გიხდით ბოდიშს თუ გადავაჭარბებ, მაგრამ გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ.
შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის, საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე, დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე. აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვიდ სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონესთვის დიალეზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს, აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე.
ხალხო, მეგობრებო, ადამიანებო, გესმით რასთან გვაქვს საქმე სახელმწიფოს მხრიდან?
გუშინ ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სახელმწიფოს ხარჯით საკუთარი ჯანმრთელი, ნიჭიერი, უკვე სრულწლოვანი და დამოუკიდებელი შვილი თვითმფრინავით აფრინა საუკეთესო უნივერსიტეტში და ჩვენ, ვისი შვილებიც არასდროს გახდებიან სტუდენტები გვისპობს ერთადერთ საშუალებას სულ მცირედი მივიღოთ, როგორმე მშვიდად შეძლონ არსებობა ჩვენმა შვილებმა.
არ არსებობს არანაირი გეგმა, არანაირი შემოთავაზება და ალტერნატივა, იმის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს, რამდენიმე დღით ადრე გავეფრთხილებინეთ. ადგილის შეცვლასაც უმძიმესად გადაიტანენ ბავშვები, მათთვის რუტინას და მონიშნულ ტერიტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არც რაიმეს გვთავაზობენ. ანგრევენ ილიაუნს და ვყვებით ამ ნანგრევებში, როგორც ყველაზე დაუცველები.
ახლა, რატომ ანგრევენ ილიაუნს, ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ აქ უამრავი კითხვის ნიშანია, მაგრამ სამხარაული წერს, რომ შენობა იმდენად ავაროულია, მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია, რემონტიც, მხოლოდ ნგრევა, იქნებ ეს მართლაც ასეა, როგორ გინდა აქ სიმართლე ეძებო?! რა გინდა ქნა? მაგრამ ისიც ხომ ვიცით როგორ ებრძვის უკვე დიდი ხანია ამ უნივერსიტეტს ხელისუფლება. ჩვენ წარმოდგენაც არ გგქონია რა საშიშ, მანიპულატორ, ბოროტ, უსულგულო, ხელუსუფლებასთან გვაქვს საქმე.
მოკლედ, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს ამ წამს თავში, რომ უნდა მოვითხოვო თავშესაფარი. მაგრამ იქამდე, ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს გთხოვთ დაინტერესდეთ ამ ამბით.
ჩემს კოლეგა თეატრალებს, ვინც პირმცინარენი უსხედხართ ამ ხელისუფლების სიმბოლოს წულუკიანი თეას სახით, არ გამიბედოთ მოსალმება.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, დანა რომ დამარტყან სისხლი არ წამომივა, თუმცა დამარტყეს და ეგაა, არც ცრემლები მომდის, მხოლოდ ამ სტატუსის წერა შემიძლია ამ წუთას და რაღაცას ველი თქვენგან ვინც ახლა ამას კითხულობთ. სულ მცირე ის მაინც გაიაზრეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველას გაგითენდებათ ასეთი დღე და ეს რომ არ მოხდეს უნდა შევძლოთ და ამ ბოროტებას დავუსვათ წერტილი.
მე ვიცი რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ, ვიცი რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით. მიაწვდინეთ ხმა ყველას, დაგვიდექით მხარში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია და შეძლო ყველაზე დაუცველი ადამიანების გათელვა, ამის იქით თქვენთვის მომინდია იმის წარმოდგენა რა შეიძლება მოხდეს“, – წერს ის.

სხვა ამბები

ასტროლოგებმა დაასახელეს იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრებაც 2023 წლის შემოდგომაზე რადიკალურად შეიცვლება
საზოგადოება

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები – ნახეთ, ჩამონათვალი

September 24, 2023
29 სექტემბერს სავსემთვარეობაა – ნახეთ, ვის მოუტანს ეს დღე  ფინანსურ კეთილდღეობას
საზოგადოება

29 სექტემბერს სავსემთვარეობაა – ნახეთ, ვის მოუტანს ეს დღე ფინანსურ კეთილდღეობას

September 24, 2023
მეხსიერების პრობლემები თუ გაქვთ ეს უნდა იცოდეთ – რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე
საზოგადოება

🎥 რა დანიშნულება აქვს C ვიტამინს – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

September 24, 2023
ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ახალგარდა ექიმი
საზოგადოება

ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ახალგარდა ექიმი

September 24, 2023
“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
საზოგადოება

“სრულდება, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე… მოხდება დიდი ცვლილებები…” – ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

September 24, 2023
ახლახანს ცნობილი ქართველი ექიმი და მეცნიერი გარდაიცვალა
საზოგადოება

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი ექიმი გარდაიცვალა

September 24, 2023
Next Post
„ჩვენ, ვისი შვილებიც არასდროს გახდებიან სტუდენტები, გვისპობს ერთადერთ საშუალებას, როგორმე მცირედი მივიღოთ“ – მოქალაქე ირაკლი ღარიბაშვილზე

„ჩვენ, ვისი შვილებიც არასდროს გახდებიან სტუდენტები, გვისპობს ერთადერთ საშუალებას, როგორმე მცირედი მივიღოთ“ - მოქალაქე ირაკლი ღარიბაშვილზე

გაუარესდება თუ არა ამინდი? – უახლოესი დღეების პროგნოზი

სად იწვიმებს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი - ნახეთ პროგნოზი რეგიონების მიხედვით

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები – ნახეთ, ჩამონათვალი
  • 29 სექტემბერს სავსემთვარეობაა – ნახეთ, ვის მოუტანს ეს დღე ფინანსურ კეთილდღეობას
  • 🎥 რა დანიშნულება აქვს C ვიტამინს – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
  • ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ახალგარდა ექიმი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge