პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ახალგაზრდა კაცს უკვე ერთი თვეა ვერ უკავშირდებიან და არც მისი ადგილსამყოფელი იციან.
დაკარგულია 32 წლის ტარიელ შონია.
ტარიელ შონია პოლონეთში 1 წელია სამუშაოდ იმყოფება.
დის ინფორმაციით, შონია საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, ოჯახმა ბილეთისთვის ფულიც გაუგზავნა, თუმცა ამ დღის შემდეგ მას ვერ პოულობენ.