როგორ ფინანსდება საქართველოდან ყოფილი გენ-პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გასამხედროებული საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაცია – აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ტარიელ კაკაბაძესთან ერთად დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც “ფარცხალაძე-მიქაძის დანაშაულებრივ” სქემებზე ისაუბრეს.
“ვისაუბრებ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე (ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობით), რომლის მასშტაბებიც აჭარბებს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე 90-იანების პერიოდში არსებული მსგავსი ჯგუფების საქმიანობას, რადგან მისი წევრები სავარაუდოდ იყვნენ არა რიგითი კრიმინალები, არამედ ყოფილი და მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებმაც ერთ დანაშაულებრივ სტრუქტურაში გააერთიანეს ქუჩის მაფიოზური რეკეტის პოლიციური სახელმწიფოს კორუმპირებული სტრუქტურებისა და არასასურველ პირთა ლიკვიდაციის სისტემური მიდგომა.
მათი საქმიანობის მასშტაბურობის სრულყოფილად შეფასება ბოლომდე ვერ ხერხდება, მაგრამ ქვემოთ მოყვანილი ფაქტები საშუალებას მოგვცემს, ზოგადი წარმოდგენა ვიქონიოთ იმ მასშტაბზე, რაზეც ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი კრიმინალური დაჯგუფება იყო გასული.
ყველა ეს ფაქტი საჭიროებს ობიექტურ, სამართლიან გამოძიებასა და შეფასებას.ქვემოთ მოყვანილი დანაშაულებრივი ქმედებები ჩამოთვლილია სამ ძირითად ნაწილად, თითოეულ მათგანში არის მოყვანილი არაერთი სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედება.
1.1. თანხების სავარაუდო მითვისება (დავით მიქაძე, ნიკა მერაბიშვილი, გიორგი შელია და სხვა პირები).
სამშენებლო მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში დავით მიქაძის და ზაალ ჩაჩავას მეუღლეების თანასაკუთრებაში იყო და ფაქტობრივად განაგებდა დავით მიქაძე. დავით მიქაძის სახელით აღნიშულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა ნიკა მერაბიშვილი, რომელიც დავით მიქაძემ გააცნო გივი ჯიბლაძეს, რათა მას მოეზიდა ინვესტიცია აღნიშნულ მიწაზე და განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები. 2021 წლის 18 ოქტომბერს შპს “როილენდსა” და შპს “რივერსაიდ დიღომს” შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს “როილენდს” უნდა განეხორციელებინა შპს “რივერსაიდ დიღომში” ინვესტირება.
“რივერსაიდ დიღომს” შპს დიდგორისგან საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, რის სანაცვლოდაც “რივერსაიდ დიღომს” უნდა განეხორციელებინა აღნიშნულ მიწაზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების მშენებლობა.
შპს “როილენდთან” ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის შპს “რივერსაიდ დიღომს” დარღვეული ჰქონდა შპს დიდგორთან არსებული ხელშეკრულება, კერძოდ, მან ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერ განხორციელდა მშენებლობა. სწორედ ამიტომ, შპს “რივერსაიდ დიღომს” ახალ ინვესტორად შემოჰყავდა შპს “როილენდი”, რათა მათ მოეხდინათ აღნიშნული მშენებლობისთვის თანხების მოძიება.
შპს “როილენდმა” ფიზიკური პირებისგან – გივი ჯიბლაძისგან, ლორენცო შარანგიასგან და ალმა ალანიასგან ისესხა ფულადი თანხები, ჯამურად ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი და ეს თანხები შპს “როილენდმა” სრულად მიმართა ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სესხის ხელშეკრულებებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დოკუმენტაციითა და მოწმეთა ჩვენებებით. სხვა და სხვა სამართლებრივი მაქინაციის შედეგად, შპს “რივერსაიდ დიღომმა” დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად შპს “როილენდის” მიერ ინვესტირებულ და დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს შპს “რივერსაიდ დიღომი”, ისე რომ, შპს “როილენდისა” და მისი გამსესხებლებისთვის ზემოთ აღნიშნული თანხა არავის დაუბრუნებია. შესაბამისად, სავარაუდოდ მიითვისეს ძალიან სოლიდური თანხები.
აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ იკვეთება სსკ-ის 182 მუხლით (მითვ ისე ბა ან გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი ნიკა მერაბიშვილის და გიორგი შელიას მხრი და ნ, ხოლო აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ორგანიზებული იყო დავით მიქაძის მიერ.
შპს “რივერსაიდ დიღომი”, რეალურად არის ნიკა მერაბიშვილის კუთვნილებაში და ის განაგებს აღნიშნულ კომპანიას, თუმცა კომპანია ოფიციალურად გიორგი შელიას სახელზეა რეგისტრირებული.
1.2 დავით მიქაძემ გიორგი ფოფხაძის (პელე) და შაკო ლიპარტელიანის მეშვეობით სავარაუდოდ დააორგანიზა თავდასხმა გივი ჯიბლაძეზე, სამშენებლო ობიექტზე მისი კუთვნილი წილის მითვისების მოტივით. გიორგი ფოფხაძე, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, არის ოთარ ფარცხალაძის ბავშვობის მეგობარი, მათ აკავშირებთ ნათლია-მირონობა.
ამ შემთხვევაშიც დავით მიქაძემ სავარაუდოდ გამოიყენა ნიკა მერაბიშვილი და გიორგი შელია გივი ჯიბლაძის წინააღმდეგ, კერძოდ, გიორგი შელიას ფინანსური პოლიციისთვის მიაცემინეს ჩვენება, რომ თითქოს გივი ჯიბლაძეს არ ქონდა გადახდილი თანხა შპს “დიდგორის “კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ და ჯიბლაძემ მიითვისა შპს “როილენდის” თანხები.
დღეის მდგომარეობით, შპს „დიდგორის“ მესაკუთრე ცალსახად ადასტურებს გივი ჯიბლაძის მიერ მიწის საფასურის თანხის გადახდას და ასევე ამ მიწაზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ფაქტს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რეალურად დავით მიქაძის, ნიკა მერაბიშვილის და გიორგი შელიას მხრიდან გივი ჯიბლაძისა და შპს როილენდის საკუთრებაში არსებული თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტს. მათ გივი ჯიბლაძეს სავარაუდოდ მოტყუებით ჩაადებინეს თანხები რივერსაიდ დიღომის ასაშენებლად და ეს ქონებრივი სიკეთე სავარაუდოდ გამოიყენეს სათავისოდ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შელია არის დათა ახალაიას და „მასტერას“ დროინდელი კუდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან შელიას შვილი”

გადათამაშება:
1.4. თემურ კენკებაშვილსა და თორნიკე დიხამინჯიას მიმართ განხორციელებული ძალადობა და გამოძალვა. დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირები: ელისო კილაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, გელა ხვედელიძე.
2024 წლის 22 სექტემბერს ელისო კილაძის, სავარაუდო, ორგანიზებით მოხდა თემურ კენკებაშვილის და თორნიკე დიხამინჯიას მიმართ ძალადობა და გამოძალვა.
ელისო კილაძემ კენკებაშვილი და დიხამინჯია მოტყუებით მიიყვანა მის საცხოვრებელ სახლში სადაც მათ დახვდნენ ელისო კილაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და გელა ხვედელიძე. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით ირაკლი სეხნიაშვილმა თემურ კენკებაშვილს გამოსძალა 20 000 აშშ დოლარი ქეშად და თიბისი ბანკის ანგარიშიდან გადაირიცხა 12 000 ლარი, მძღოლის- დავით უმფრიანის ანგარიშზე. თემურ კენკებაშვილს ჯამურად სძალავდნენ 480 000 აშშ დოლარს. ეს ე.წ. რაზბორკა 22 სექტემბერს 22:00 საათი და ნ 00:00 საათამდე გაგრძელდა. (ამის და და სტურება შეიძლება სატელეფონო ანძების ადგილმდებარეობის დადგენით და სხვადასხვა მტკიცებულებებით).
ამის შემდეგ ირაკლი სეხნიაშვილი თ.კენკებაშვილს პერიოდულად უგზავნიდა “ვოთსაფის” მეშვეობით ხმოვან შეტყობინებებს. ამ შეტყობინებებში ის ითხოვდა “ელისოსთან თანხის გასწორებას”, ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ამ მუქარების გამო თემურ კენკებაშვილი და თორნიკე დიხამინჯია 2024 წლის სექტემბრი და ნ თებერვლამდე არ გადიოდნენ საცხოვრებელი სახლი და ნ, საბოლოოდ კი მათ 2025 წლის 15 თებერვალს დატოვეს ქვეყანა და დაბრუნდნენ 2026 წლის აპრილში. თემურ კენკებაშვილს აქვს ამ ამბის დამა და სტურებელი მტკიცებულებები და ხმოვანი შეტყობინებები. შეტყობინებათა შინაარსი ცალსახად აჩვენებს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებშიც ჩარ თუ ლნი იყვნენ ელისო კილაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვა პირები.
1.5. გივი ჯიბლაძის მიმართ თავდასხმის ორგანიზება. დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირები: ელისო კილაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი.
თემურ კენკებაშვილი აგრეთვე არის მოწმე, თუ როგორ დააორგანიზა ელისო კილაძემ დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან შეთანხმებით თავდასხმა გივი ჯიბლაძეზე. ელისო კილაძეს ჩაწერილი ჰყავდა გივი ჯიბლაძე, სადაც ჯიბლაძე გიორგი ფოფხაძეს (პელე) და შაკო ლიპარტელიანს მოიხსენიებდა ცუდად.
გივი ჯიბლაძე იყო დამფინანსებელი ლისი ტრიოს სამშენებლო პროექტის, სადაც მეწილეები იყვნენ გიორგი ფოფხაძე და შაკო ლიპარტელიანი. დავით მიქაძეს სავარაუდოდ განზრახული ჰქონდა რომ ჯიბლაძისთვის ეს წილი წაერთმია. ეს ჩანაწერი ელისო კილაძემ დავით მიქაძესთან სატელეფონო საუბრით შეთანხმებით მოასმენინა პელეს და შაკო ლიპარტელიანს. თემურ კენკებაშვილი ესწრებოდა გიორგი ფოფხაძისა და კილაძის შეხვედრას.
ამ შეხვედრის მეორე დღეს გივი ჯიბლაძე პელემ მიიყვანა ნუცუბიძის პლატოზე, თითქოს ის უნდა შეეხვედრებინა მისი სიძისთვის – მიხეილ ახვლედიანისთვის (რომელიც იმჟამად იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე) და მასზე მოხდა თავ და სხმა. თავ და სხმის შემდეგ ელისო კილაძემ გივი ჯიბლაძეს გამოართვა მობილური ტელეფონები და გადასცა დავით მიქაძეს. აღნიშნული თავდასხმა მაშინ ჩაიფარცხა, არ ჩატარდა ნორმალური გამოძიება და არ დაიდო არანაირი შედეგი.
2. მურმან ჯინჭარაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებშიც სხვა პირებთან ერთად სავარაუდოდ მონაწილეობდა, ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძესთან და მიქაძეებთან დაკავშირებული პირი – მერაბ ფარტენაძე.
2.1. ბინების გადაფორმება და სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა
მერაბ ფარტენაძის თხოვნითა და მხარეთა შეთანხმებით, მურმან ჯინჭარაძემ აღნიშნულ პიროვნებას საკუთრებაში გადასცა 4 ბინა (ჯამური ღირებულებით 78,000 აშშ დოლარი). შეთანხმების მიხედვით, მერაბ ფარტენაძეს აღნიშნული ბინები უნდა გარემონტებინა, გაეყიდა და სრულად დაეფარა მათი ღირებულება. თუმცა, მან მურმან ჯინჭარაძეს გადაუხადა მხოლოდ 8,000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 70,000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.
2.2. ერთობლივი მშენებლობა და ქონების სავარაუდო თაღლითურად დაუფლება (ფარნავაზ მეფის ქ. №139).
მოგვიანებით, მერაბ ფარტენაძემ მურმან ჯინჭარაძეს შესთავაზა ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა №139-ში შეჩერებული მშენებლობის ერთობლივად განხორციელება, რომელიც ეკუთვნოდა მერაბ ფარტენაძის ნათესავს — რეზო შავლიძეს. მხარეთა შეთანხმებით, წილები განაწილდა შემდეგნაირად: მურმან ჯინჭარაძე — 25%, მერაბ ფარტენაძე — 25%, ხოლო რეზო შავლიძე — 50%. ფორმალურად მშენებლობა დარეგისტრირდა მერაბ ფარტენაძის სახელზე. მურმან ჯინჭარაძემ საკუთარი წილის უზრუნველსაყოფად პროექტში ინვესტიციის სახით ჩადო 175,000 აშშ დოლარი. აღნიშნულ ობიექტზე მის ახლობლებზე გაფორმებული იყო 2 ბინა. მერაბ ფარტენაძემ, თაღლითური სქემის გამოყენებით, ხსენებული ბინები გაიტანა აუქციონზე და 25,000 ლარად (ადეკვატურ საბაზრო ფასზე უაღრესად დაბალ ფასად) ფორმალურად შეასყიდინა მასთან დასაქმებულ პირს — ვინმე მარეხის. ანუ გაასხვისა ბინები მიუხე და ვად იმისა, რომ ეს ბინები ეკუთვნოდა სხვას.
აღნიშნულ ბინებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოყენებულია ყადაღა და მიმდინარეობს სამართლებრივი დავა.
2.3. შპს „ფარფურის“, მიწის ნაკვეთისა და კომერციული ფართის სავარაუდო მითვისება.
პარალელურად, მურმან ჯინჭარაძის ოჯახმა აეროპორტის გზატკეცილზე, მერაბ ფარტენაძის კუთვნილ შენობაში, მურმან ჯინჭარაძის შვილის კომპანიის სახელზე გახსნა მაღაზია „ფარფური“. სარემონტო სამუშაოები და დანადგარები მთლიანად უზრუნველყო მისმა ოჯახმა, რამაც ოფიციალურად შეადგინა 103,000 აშშ დოლარი. ობიექტზე შეტანილ იქნა 550,000 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნული შპს-ს სახელზე ირიცხებოდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთიც, რომელიც მურმან ჯინჭარაძეს კერძო პირთან ჩადებული ჰქონდა გამოსყიდვის უფლებით. გარკვეული დროის შემდეგ, მერაბ ფარტენაძემ მოითხოვა მაღაზიის/შპს-ს გადაფორმება გაღებული ხარჯების სრულად ანაზღაურების პირობით. შეთანხმების საფუძველზე შპს გადაფორმდა მასზე. გადაფორმების შემდგომ, მერაბ ფარტენაძემ და მისმა მეუღლემ, თამუნა კახიძემ (რომელიც უშუალოდ ამზადებდა საქმისწარმოების ყველა დოკუმენტაციასა და ხელშეკრულებას), სავარაუდო თაღლითური სქემით, მურმან ჯინჭარაძის მიწის ნაკვეთის (რომელზეც გამოსასყიდი თანხის სახით აღებული იყო 90 000 აშშ დოლარი), გამოსყიდვა გააკეთეს, 90 000 გადაიხადეს და დაბრუნდა კომპანიის სახელზე. მიწის ღირებულება იქნებოდა დაახლოებით მილიონნახევარი აშშ დოლარი. მთლიანი ქონება ფიქტიურად, ვითომ ვალის სანაცვლოდ, გადააფორმეს თამუნა კახიძის ბიძაშვილის ქმრის- დავით ჭითანავას სახელზე.
2.4. მევახშეობის სქემა და დამატებითი ქონების დაკარგვა:
მერაბ ფარტენაძის შუამავლობით, მურმან ჯინჭარაძემ როინ ხინჯაკაძისგან ისესხა 60,000 აშშ დოლარი. კოვიდპანდემიის პერიოდში პროცენტის გადახდის შეფერხების გამო, მერაბ ფარტენაძემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა მურმან ჯინჭარაძეს დაარიცხეს პროცენტი (თვიური 5%-ის პროცენტის პროცენტი), რამაც ჯამში მიაღწია 200,000 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად გარანტიის სახით გადაფორმებული იყო 8 ბინა ხიჯაკაძის ცოლზე და ძმისშვილის ცოლზე. თანხის გადახდის შემდეგ ეს ბინები უნდა დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მურმან ჯინჭარაძემ ეს თანხა სრულად გადაიხადა, ეს ბინები არ დააბრუნა მერაბ ფარტენაძემ და მიითვისა.
2.5. ორგანიზებული ჯგუფური საქმიანობა და სავარაუდო თაღლითობის სხვა ფაქტები:
ხსენებული სქემების ორგანიზატორებსა და ხელმძღვანელებს წარმოადგენენ მერაბ ფარტენაძე და მისი მეუღლე თამუნა კახიძე. აღნიშნული პირები სავარაუდოდ ეწევიან სისტემატურ მევახშეობას: აძლევენ მოქალაქეებს გარკვეულ თანხებს, ხოლო შემდგომ, სავარაუდო თაღლითური და კაბალური სქემებით, სრულად ართმევენ უძრავ-მოძრავ ქონებას. ამასთან, ფარნავაზ მეფის ქ. №139-ში აშენებულ კორპუსში, სავარაუდოდ, 13–14 ოჯახს შეძენილი აქვს ბინა, გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. თუმცა მერაბ ფარტენაძემ აღნიშნული ბინები ხელმეორედ გადაყიდა თავის ნათესავებზე და ეს 13-14 ოჯახი დატოვა ბინის გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
ყოველივე ზემოთხსენებული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ ხორციელდებოდა წლების განმავლობაში. მერაბ ფარტენაძე მრავალი წლის განმავლობაში სავარაუდო თაღლითური ქმედებებით აგროვებდა უამრავ ქონებას. მას სავარაუდოდ მფარველობდნენ მაშინდელი გავლენიანი პირები (მიქაძე, ფარცხალაძე).
აღსანიშნავია, რომ მერაბ ფარტენაძის ძმისშვილი, არსენ ფარტენაძეც წლებია სავარაუდოდ ჩაბმულია მერაბ ფარტენაძესთან ერთად სხვადასხხვა თაღლითურ სქემებში და არის ბრალდებული. მას შეფარდებული აქვს გირაო და მისი საქმე არის არსებით განხილვაში. ისიც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირია, იმყოფებოდა ოთარ ფარცხალაძის მფარველობის ქვეშ და წლების განმავლობაში სწორედ ოთარ ფარცხალაძესთან (და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან) ერთად იყო ჩაბმული დანაშაულებრივ ქმედებებში. არსენ ფარტენაძის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს ჰყავს არაერთი სხვა დაზარალებული, რომლებიც მზად არიან ობიექტურ გამოძიებასთან ითანამშ რომ ლონ.
2.6. ჩვენი ინფორმაციით, მერაბ ფარტენაძის დაჯგუფების წევრია მისი ძმისშვილი- არსენ ფარტენაძე, რომელსაც ამჟამად ბრალდება აქვს წარდგენილი თაღლითობის მუხლით და იმყოფება გირაოს ქვეშ. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამ ადამიანმა, ოთარ ფარცხალაძისა და შალვა ბედოიძის დახმარებით სავარაუდოდ მიითვისა სოლიდური თანხა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან- ვალერი ობლომოვისგან. თუმცა მას ხელი დააფარეს და ის ხსენებულ საქმეზე არც კი გამოკითხულა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, საქმეზე ამჯერად მაინც დადგინდება სიმართლე.
3.0. დავით მირცხულავას მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები:
დავით მირცხულავა გახლავთ ქ. ფოთში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მფლობელი კომპანიის — შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ პარტნიორი და წილის მფლობელი. ხსენებული კომპანიის სხვა მეწილეები იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები — ძმები ალაედდინ და კემალეტინ ეიუბოღლუები. აღნიშნული პირების (თურქეთის მოქალაქეების) უკან სავარაუდოდ იდგნენ ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები და სხვა მათთან დაახლოვებული პირები. ქვემოთ მოყვანილია ფაქტები, სადაც ჩანს, თუ როგორ ატერორებდნენ დავით მირცხულავას ოჯახს ზემოთხსენებული პირები. სავარაუდოდ ჩადენილია რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული, რომელშიც ოთარ ფარცხალაძისა და მიქაძეების გარდა სხვა პირებიც (მათ შორის მათი ადვოკატი ზვიად ასათიანი) იყვნენ ჩართულნი.
3.1. ფინანსური დარღვევების გამოვლენა და სამოქალაქო დავის დაწყება
2022 წლის ბოლოს, საგა და სახადო ორგანოს მიერ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიაში“ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თურქი პარტნიორების მიერ თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, პროდუქციის შესყიდვისას, ადგილი ჰქონდა ქართული კომპანიი დანთანხების მითვისებას. აღნიშნულის გამო კომპანიას დაერიცხა მოგების გა და სახადი არმიღებულ შემოსავალზე. ფაქტის გამოვლენისთანავე, დავით მირცხულავა შეხვდა თურქ პარტნიორებს, რომლებმაც მოლაპარაკებისას აიღეს ვალდებულება, კომპანიისთვის დაებრუნებინათ მითვისებული სახსრები და დაეტოვებინათ საწარმო. ვინაიდან მათ პირობა არ შეასრულეს, დავით მირცხულავას ინიციატივით, კომპანიის სახელით დაიწყო სამოქალაქო დავა სასამართლოში.
3.2.. აქ უკვე იწყება- სისტემური ზეწოლა, მუქარა და უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა:
სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, დავით მირცხულავასა და მის პარტნიორებზე დაიწყო მიზანმიმართული უკანონო ზეწოლა, რომლის მიზანიც იყო სამოქალაქო დავის შეწყვეტა და კომპანიის წილების დათმობა.
სამოქალაქო დავის დაწყებიდან დაახლოებით ორ თვეში, დავით მირცხულავასთან შეხვედრის მიზნით მოსკოვიდან ჩამოვიდა ფიზიკური პირი, რომელმაც განაცხადა, რომ მოქმედებდა ოთარ ფარცხალაძის სახელით. ფარცხალაძის გამოგზავნილმა პირმა კატეგორიულად მოითხოვა წილის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დავით მირცხულავას დაემუქრა დაკავებითა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. დავით მირცხულავამ აღნიშნულ უკანონო მოთხოვნაზე განაცხადა უარი.
ამის შემდეგ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ჩართვა: დავით მირცხულავას უარის შემდეგ კომპანიაში შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (ფინანსური პოლიცია). დაიწყო გამოძიება თანხების მითვ ისე ბის მუხლით, თუმცა, ნაცვლად თურქი პარტნიორებისა (რომელთა მიმართაც არსებობდა საგა და სახადო ორგანოს დასკვნა და მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა), გამოძიება მიიმართა დავით მირცხულავასა და მისი ძმის წინააღმდეგ.
თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დავით მირცხულავას, მისი ძმის, კომპანიის თანამშ რომ ლებისა და ოჯახის ახლობლების საცხოვრებელი სახლების ინტენსიური ჩხრეკა. ოთარ ფარცხალაძე თავისი შუამავლების (გაგი მოსიაშვილი და ზვიად ასათიანი) მეშვეობით ითხოდა სამოქალაქო დავის შეწყვეტასა და წილის დათმობას, რაზეც დავით მირცხულავასგან უარი მიიღო.
3.3. კორუფციული გარიგება და უკანონო დაკავება
არსებული ინფორმაციით, მოსკოვში მყოფმა თურქმა პარტნიორებმა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ზვიად ასათიანს გა და უხადეს გადაიხადეს 550,000 აშშ დოლარი, საქართველოს პროკურატურის სისტემაში „საქმის მოგვარებისა“ და დავით მირცხულავას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც ზვიად ასათიანმა ვერ შეძლო სამოქალაქო დავის შეჩერება (რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა) და თურქულმა მხარემ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, სავარაუდოდ გიორგი გაბიტაშვილის ჩართულობით განხორციელდა დავით მირცხულავასა და მასთან დაკავშირებული პირების სასწრაფო წესით დაკავება. სამოქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე 2 დღით ადრე, უკანონოდ დააკავეს დავით მირცხულავა, მისი ძმა და კიდევ სამი პირი. მიუხედავად უკანონო პატიმრობისა, სამოქალაქო სასამართლოში დავა დავით მირცხულავას გამარჯვებით დასრულდა: სასამართლომ თურქ პარტნიორებს დააკისრა ზიანის ანაზღაურება და ისინი გარიცხა კომპანიის შემადგენლობიდან.
3.4. ზეწოლა პატიმრობის პერიოდში და თანხის გამოძალვა
დაკავები და ნ 10 დღის ვადაში დავით მირცხულავას კვლავ შესთავაზეს წილის დათმობა, სანაცვლოდ კი პატიმრობიდან მეორე დღესვე გათავისუფლებას დაჰპირდნენ. უარის მიღების შემდეგ, განხორციელდა მუქარა ოჯახის ახლობლების დაკავებაზე, რის შედეგადაც 2 კვირაში ბრალი წაუყენეს კიდევ 4 პირს.
პატიმრობის პერიოდში, დავით მირცხულავას თქმით, დავით მირცხულავას ოჯახთან მივიდნენ ძმები მიქაძეები წილის დათმობის ანალოგიური მოთხოვნით, რაზეც ოჯახისგან მიიღეს უარი.
თაღლითობა/გამოძალვა
ამის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძისა და გიორგი გაბიტაშვილის სახელით ოჯახს დაუკავშირდა გიორგი ნინიკაშვილი, რომელმაც დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა თანხა. დავით მირცხულავას ოჯახმა მას გა და სცა 500,000 აშშ დოლარი, რომელიც, ნინიკაშვილის განცხადებით, გადაეცა ოთარ ფარცხალაძესა და გიორგი გაბიტაშვილს. სავარაუდოდ პირობის შეუსრულებლობისა და პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გიორგი ნინიკაშვილი მიიმალა და დატოვა საქართველოს ტერიტორია.
დავით მირცხულავა და მასთან ერთად დაკავებული პირები საპატიმრო დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფებოდნენ 9 თვის განმავლობაში. პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი ბრალდების დამა და სტურებელი მტკიცებულება. საბოლოოდ, სასამართლომ გამოიტანა სრულად გამამართლებელი განაჩენი საქმეში ჩართული ყველა ბრალდებულის მიმართ.
4.0. ზემოთ აღნიშნულ ი დანაშაულებრივი ფაქტები, როგორც ჩანს, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ოთარ ფარცხალაძესთან, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა უდიდესი გავლენები ქვეყანაში.
ბოლო პერიოდში თავად ფარცხალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები დამატებით სიღრმეს და შინაარსს აძლევს ზემოთმოყვანილ დანაშაულებებს. ფარცხალაძემ, რომელმაც გვარი რომანოვად გადაიკეთა, თავისივე აღიარებით ჩამოაყალიბა გასამხედროებული ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციაში, სახელად გეორგიევსკი. ორგანიზაციის ამოცანა რუსეთის მხარეს უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომია. ამას თავად ფარცხალაძე ღიად და საჯაროდ ადასტურებს. ამდენად, ზემოთმოყვანილ დანაშაულებრივ ქმედებებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ბიზნესმენის სახელს ამოფარებული ადამიანები, ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელები, რომლებიც ჩვენს მიერ უკვე განხილულ დანაშაულებრივ ეპიზოდებში ფიგურირებენ და რომლებიც ფარცხალაძის დანაშაულებრივ სქემაში სავარაუდოდ მონაწილეობდნენ, დაკავებულნი იყვნენ საქართველოს მოქალაქეების ქონების, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვით იყვნენ დაკავებულნი. რის შემთხვევაში ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფასაც კი ჰქონდა ადგილი. ისინი მონაწილეობდნენ და აფინანსებდნენ და ამჟამადაც აფინანსებენ რუსული იმპერიალისტური აგრესიის მხარ დამ ჭერ ორგანიზაციას, რომლის შინაარსიც საქართველოდან დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული ფულით უკრაინაში უკრაინული მიწის ანექსია და უკრაინის მოქალაქეების ხოცვაა.
ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის შინაარსი სცდება საქართველოს შიდა კრიმინალური აქტივობის ფარგლებს და საერთაშორისო დანაშაულებრივი ძალადობრივი პარამილიტარული ორგანიზაციის ყველა ნიშანს ატარებს.

