Saturday, September 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ – საქმეში ახალი დეტალები იკვეთება

September 12, 2026
რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ – საქმეში ახალი დეტალები იკვეთება

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ? – “ტვ პირველის” ინფორმაციით, ორტომიან სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებებია.

როგორც ” ტვ პირველმა” გაარკვია, 30-მდე პირია გამოკითხული, ძირითადად აფხაზეთის ომის ვეტერანები, რომლებიც გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ბარამიძის გადაცემაში გაკეთებული განცხადება ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დევნის დაწყებსი საფუძვლად.

“მკაფიოდ ვამბობთ, გია ბარამიძეს განმარტება მიცემული აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არც ჩაბარებისთვის მზად მყოფი და არც ტყვედ აყვანილი პირების მიმართ არაკონვენციურ მიდგომას ადგილი არ ჰქონია

ამასთან ერთად, ხაზგასმით ვამბობ, ის ინტერპრეტაციაც კი, ბრალდების პოზიცია როგორიც არის, 318-ე მუხლი არ არსებობს, რადგან 318-ე მუხლისთვის უნდა იყოს მკაფიო მტკიცებულება, დადასტურებული, რომ განზრახ მოქმედებს ადამიანი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და რომ ქმედება საქართველოს დასუსტების მიზნით არის და რომ ამ აქტიურ ქმედებას სახელმწიფოთა ორგანოს ან სხვადასხვა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ხელშეშლა მოჰყვა. მოცემულ საქმეში არც ერთი ეს კომპონენტი არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ ენმ-ს ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იხილავს.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლონდონის “არსენალმა” ანდრია ბართიშვილთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა
  • “წარმოუდგენელია, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანს სახელმწიფომ ქვეყნის ღალატი დამაბრალოს” – გიორგი ბარამიძე
  • “მომიწია, დავარღვიე კანონი, დავწერე რეცეპტი… ” – რას ამბობს ექიმი, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge