Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენს ქვეყანაში სასულიერო პირზეც მახინჯი, გაუგებარი წარმოდგენა გააჩნიათ…” – პეტრე კოლხი

August 12, 2023
“ეს ფსიქიკაშერყეული საზოგადოების მდგომარეობაა… რა ცუდია, ეს მდაბალი გრძნობა ჩვენში ძალიან დიდი დოზით ყოფილა ჩაკირული და ჩამარხული”

“ჩვენს ქვეყანაში სასულიერო პირზეც მახინჯი, გაუგებარი წარმოდგენა გააჩნიათ…” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი წერს.

“ჩვენ ქვეყანაში, ისე, როგორც ბევრ რამეზე, მათ შორის სასულიერო პირზეც მახინჯი, გაუგებარი წარმოდგენა გააჩნიათ…
ეს არ არის მხოლოდ ძველი გადმონაშთის ბრალი. ყველაფერს ძველ დროს ნუ დავაბრალებთ… დიდი ხანია ის დრო ჩვენგან წავიდა, მაგრამ ჩვენ ვერ დავაღწიეთ თავი იმ დროს. თუმცა ეს მაინც ვერ გაგვამართლებს…
ჰოდა, ვინც იმ დროშია ჩარჩენილი, მისთვის მღვდლის სტერეოტიპი არის წვერიანი, გაბურძგნული, ღიპზე ჯვარჩამოკიდებული, მხოლოდ საცეცხლურის ამარად დარჩენილი სასულიერო პირი, რომელმაც მარტო პარაკლისი, პანაშვიდი და სხვა დანარჩენი საეკლესიო რიტუალი უნდა ჩაატაროს…
ამიტომ, როდესაც რამეს ვიტყვი, ხალხი დაირაზმება და მომწერენ, წადი, მამაო, ილოცე, შენი საქმე ლოცაა…
არც ვბრაზდები, ვხვდები, რომ სადღაც ჭაობშია ჩარჩენილი და მხოლოდ თავი აქვს ამოყოფილი… თუ ასე გააგრძელა, მალე თავიც დაეფარება…
ლოცვა მარტო სიტყვების წარმოთქმა ჰგონიათ…
მთავარი ლოცვა სიმართლის მსახურება, უსამართლობისთვის წინააღმდეგიბის გაწევა და სინათლის მხარეს დგომაა…
მე კი ვიცი, რა არის ლოცვა, ღვთის ძიება და თვითგანვითარება, მაგრამ სასურველია ბევრმა იცოდეს…
სასულიერო პირობა საერთოდ არ უშლის ხელს წიგნის კითხვას, სწავლას, დახვეწილ აზროვნებას, ჯანსაღ ხედვას, კარგ, გამართულ მეტყველებას… ჩემთვის ეს არის მღვდლობა… ჰოდა, მე პირიქით მაქვს სხვებთან პრეტენზია და მიკვირს, რატომ არაფერს აკეთებენ, რომ განვითარდნენ…
ყველას გვყავს ჩვენი რჩეული პიროვნებები… ჩემთვის ასეთია მღვდელი ფილადელფოს კიკნაძე ( ბევრმა მის შესახებ არაფერი იცის), უკვე წმინდანი არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, (არც მასზე იციან დიდად არაფერი), აგრეთვე ძალიან ვაფასებ და მომწონს მამა ალექსანდრე მენი…
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სასულიერო პირი მთავარია მორწმუნე იყოს და წიგნის კითხვა არ მოეკითხებაო… რწმენა ცოდნას არ გამორიცხავს და ცოდნა რწმენას…. ამის კლასიკური მაგალითი დავით აღმაშენებელი იყო…
ძალიან რომ გიყვართ დავითი და ნატრობთ მის დროს, ამდენ უწუგნურს და ბნელს ნამდვილად არ გააჭაჭანებდა…
გიორგი ჭყონდიდელი, მისი აღმზრდელი უდიდესი ერუდიციის მქონე გახლდათ…
სწორედ მისი ინტელექტის დამსახურებით დავითის ეპოქამ ,,ძლევაი საკვირველს” მიაღწია…
აბა დღეს თუ ვინმეზე მეტი იცი და წიგნი შენი ცხოვრების ორგანული ნაწილია, ეკლესიის მტერს, მაგინებელს, ღმერთის უარმყოფელს გიწოდებენ…
მაინც მჯერა, ძალიან მალე ბოლო მოეღება ამ ტენდენციებს და დიდგორს ისევ მოვიგებთ!..”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Galt&Tagart-ის კვლევით, 2026 წლის იანვარ-მარტში თბილისში 958 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა
  • TI: 2026 წელს ჟურნალისტებზე თავდასხმის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge