Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ხდება იმ დროს, როცა რიკოთი იკეტება და იმის გამო, რომ ჩვენთან საკმაო დროით დაყოვნდა აუცილებლად შემოვლითი გზით მოუწევდა თბილისში დაბრუნება” – რა მოხდა სამტრედიასთან

August 7, 2023
“ეს ხდება იმ დროს, როცა რიკოთი იკეტება და იმის გამო, რომ ჩვენთან საკმაო დროით დაყოვნდა აუცილებლად შემოვლითი გზით მოუწევდა თბილისში დაბრუნება” – რა მოხდა სამტრედიასთან

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ფანჩულიძე ავტობანზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ყვება:

„რამდენიმე საათის წინ სადღაც, სამტრედიის მიმდებარედ,ავტობანის ტერიტორიაზე, ერთი საოცარი ამბავი გადაგვხვდა თავს და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ჩემო მეგობრებო. ქობულეთიდან მოვდიოდით მე, შოთა ფანჩულიძე და მისი მეუღლე ნათია. სამწუხაროდ, ვერც კი შევამჩნიეთ ესე გაგვითავდა საწვავი,ჯერ ბუნებრივი აირით ვიარეთ,შემდეგ ბენზინზე გადავრთეთ და საბოლოოდ ისიც გამოგველია. ისეთ ადგილზე მოგვიწია გაჩერება, რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არც დასახლებული პუნქტი ჩანდა,არც რაიმე შენობა,მითუმეტეს ბენზოგასამართი სადგური. ორი წუთიც არ იქნებოდა გასული ჩვენს ფეხებთან გაჩერდა “ფორდის” მარკის ავტომანქანა და მძღოლმა დახმარება შემოგვთავაზა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ მისი მანქანის ავზიდან ბენზინის გადმოღება, სამწუხაროდ, მანქანას არც საბუქსირე აღმოაჩნდა,რომ ბუქსირით გაგვეგორებინა დასახლებულ პუნქტამდე მაინც. ერთადერთი გზა სადმე ახლო კალონკამდე მისვლა და მერე უკან დაბრუნება იყო.გადავწყვიტეთ, შოთა გაჰყოლოდა,ბენზინი ეყიდა და შემდეგ უკანა გზაზე რაიმეს გამოყვებოდა. კარგად მოგეხსენებათ ავტობანი შუაში გაზონითაა გაყოფილი და საპირისპირო ზოლში რომ გადახვიდე რამდენიმე კილომეტრი უნდა იარო,მერე კიდევ თუ თავდაპირველ ზოლში გინდა დაბრუნება კიდევ რამდენიმე კილომეტრი უნდა დაამატო. ამ სიჩქარეში შოთას პლასტიკური ბარათის წაღებაც კი დაავიწყდა… ფორდის მძღოლმა ჯერ ავტოგასამართ სადგურთან მიიყვანა შოთა,შემდეგ ბენზინის ფულიც დაუმატა,უკან დაბრუნდა,რამდენიმე ზედმეტი კილომეტრიც გაიარა და მანქანასთან მოიყვანა. არც ის დამატებული ფული გამოგვართვა(არ მაკადროთო) სანამ ბენზინი არ ჩავასხით და არ დავქოქეთ, არ დაგვტოვა.შემდეგ დაგვემშვიდობა და წავიდა…. (ეს ხდება იმ დროს,როცა რიკოთი იკეტება და იმის გამო,რომ ჩვენთან საკმაო დროით დაყოვნდა აუცილებლად შემოვლითი გზით მოუწევდა თბილისში დაბრუნება. შეეძლო მიესწრო,მაგრამ არაფრით არ დაგვტოვა.)
დაბნეულმა სახელის კითხვა ძლივს მოვახერხე… გუჯა ფოფხაძე თბილისიდან. სანამ ქართველის გულში უანგარო სიკეთე და სიყვარული,თანადგომა და სოლიდარობა იქნება,ქართველ ერს გადაშენება არ უწერია“ – წერს გიორგი ფანჩულიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქალაქ ონის შესასვლელთან მიწის ფერდობი ჩამოიშალა
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა
  • “საჯავახოს მონაკვეთი წლებია გადათხრილია, ვინც ამ გზის გაკეთებაზეა პასუხისმგებელი, ყველა დასაჭერია” – ხალხი დახმარებას ითხოვს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge