საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავთანდილ კუნჭულია მანამდე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
