გურიისა და სამტრედიის დამაკავშირებელი გზა წლებია გადათხრილია – საჯავახოს მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. ხალხი დახმარებას ითხოვს.
დაუსრულებელი და გაჭიანურებული სამუშაოების ფონზე, კომპანია ხალხის მოსაზრებით შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს სამუშაოები მიმდინარეობს და ავარიული მონაკვეთის ორივე მხარეს სახელდახელოდ მოწყობილი ნიშნები და ადამიანები ჰყავთ დაყენებული.
მოსახლეობის თქმით, ყოველდღიურად ეუბნებიან, რომ სამუშაოები ხვალ დაიწყება, თუმცა ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.
“4 წელია ეს გზა ასეა და ვინც ამ გზის გაკეთება დაიწყო თავიდან ბოლომდე ყველა დასაჭერია. ისეთი საცობია, ხანდახან დილამდე ვდგავართ. ჩაგლეჯილი იყო გზები. არაფერია გაკეთებული”- ამბობს მოქალაქე.
