სტაბილურია იმ მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ ავარიის შედეგად დაშავდნენ – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
გამოცემას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ არასრულწლოვნები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
შემთხვევა გურამიშვილისა და ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
