Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამბობენ, ერთხელ ამოყვინთაო, მაგრამ იქ წყალი ღრმაა, გოგონას უცდია მისი გადარჩენა, წაეპოტინა, მაგრამ…” – რას ჰყვებიან სოფელ გაჭედილში მომხდარ ტრაგედიაზე?

July 13, 2023
ვინ არის ბიჭი, რომელიც მდინარეში დაიხრჩო

მარ­ტვილ­ში, სო­ფელ გა­ჭე­დილ­ში, მდი­ნა­რე აბა­შა­ში 17 წლის მო­ზარ­დი, და­ვით სა­ჯა­ია და­იხ­რჩო – ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა დღეს მოხ­და.

უმ­ძი­მეს ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს, ამ ტრა­გე­დი­ას მისი მე­გობ­რე­ბი შე­ეს­წრნენ, რომ­ლე­ბიც სა­ში­ნელ დღე­ში არი­ან. ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და, რომ ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ჭის ცხე­და­რი წყალ­ში უკვე იპო­ვეს, სამ­წუ­ხა­როდ, მას სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და. ახლა მო­ზარდს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

როგორც ირკვევა, ბიჭ­მა ცურ­ვა არ იცო­და.

“ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და, ვდგა­ვარ აქ ახლა გა­ხე­ვე­ბუ­ლი და არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემ წინ მთა­სა­ვით ბიჭი ას­ვე­ნია. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა მისი გა­დარ­ჩე­ნა. გა­ჭე­დი­ლის ხი­დი­დან, სა­დღაც 200-მეტრში მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. ბავ­შვე­ბი სა­ბა­ნა­ოდ ჩა­სუ­ლან მდი­ნა­რე აბა­შა­ზე. იქ არის სა­ბა­ნაო ად­გი­ლი, და­ბა­ლი წყა­ლია და რომ გა­დახ­ტე­ბი, ფე­ხით ამო­დი­ხარ მე­ო­რე მხა­რეს. მაგ­რამ მა­გის იქეთ არის ღრმა წყა­ლი – 5 მეტ­რი ექ­ნე­ბა სიღ­რმე და იქ და­იხ­რჩო ბიჭი, სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­და, მა­ღა­ლი ბი­ჭია, შავგვრე­მა­ნი.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან სე­ნა­კი­დან, აქ ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ჰქონ­დათ კერ­ძო სახ­ლი ნა­ქი­რა­ვე­ბი და იქ ვარ­ჯი­შობ­დნენ. კი­კბოქ­სი­ო­რე­ბი არი­ან. რო­გორც მი­თხრეს, და­ვით სა­ჯა­ი­აა და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვი. ამ­ბო­ბენ, და­თოს წას­ვლა არ უნ­დო­და მდი­ნა­რე­ზეო, მერე უთ­ქვამს, კარ­გი, მეც წა­მო­ვალ და სუ­რა­თებს მა­ინც გა­და­ვი­ღე­ბო. მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლა, ბო­ტა­სი ეცვა, ეტყო­ბა მარ­თლა არ აპი­რებ­და წყალ­ში ჩას­ვლას. ნე­ტავ, არ გაჰ­კა­რე­ბო­და იქა­უ­რო­ბას. თურ­მე ცურ­ვაც არ იცო­და, გა­დამხტა­რა მდი­ნა­რე­ში და სა­დაც გა­დახ­ტა, ზუს­ტად იმ ად­გი­ლას არ არის დიდი წყა­ლი, მერე კი ქვი­ში­ა­ნი ად­გი­ლია და ასე გა­და­დი­ან მე­ო­რე ნა­პირ­ზე. არ ვიცი, იქ რა მოხ­და, რო­გორც ჩანს, რომ გა­დახ­ტა, მე­რეა დიდ წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი, იქ­ვეა ღრმა წყა­ლი და ეტყო­ბა იქ ჩა­ვარ­და და ცურ­ვა რომ არ იცო­და, წყლი­დან ამოს­ვლა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, ალ­ბათ.

ამ­ბო­ბენ, ერთხელ ამოყ­ვინ­თაო, მაგ­რამ იქ წყა­ლი ღრმაა, 5 მეტ­რი იქ­ნე­ბა და ეტყო­ბა ჩა­ი­ძი­რა, გო­გო­ნას უც­დია მისი გა­დარ­ჩე­ნა, რო­მე­ლიც იქვე მდგა­რა, მაგ­რამ რომ წა­ე­პო­ტი­ნა ეტყო­ბა შე­ე­შინ­და თვი­თო­ნაც არ დამ­ხრჩვა­ლი­ყო, მან ვერ შეძ­ლო, შე­ე­ცად­ნენ სხვე­ბიც გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა.

ყვე­ლა სა­ში­ნელ დღე­შია ახლა, მაშ­ვე­ლებ­თა­ნაც და­რე­კეს მა­შინ­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეძებ­დნენ, მაგ­რამ ვერ იპო­ვეს ცხე­და­რი, მერე კი­დევ ერთი მაშ­ვე­ლი მო­ვი­და და მან ამო­იყ­ვა­ნა ბიჭი. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

დი­ნე­ბას არ წა­უყ­ვა­ნია, სა­დაც ჩა­ვარ­და წყალ­ში, იქვე იპო­ვეს.

ასეთი უბედურება არ უნდა მომხდარიყო, ძალიან განვიცდი. აქ, ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით, რამდენიმე წლის წინ, ჩვენი თანასოფლელი ბიჭი დაიხრჩო და დღემდე მახსოვს ის მძიმე ემოციები. საშინელი ამბავი მოხდა… ჭებს კი იკეთებს ეს მდინარე, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, როგორც ვიცი, ჭა არ არის. როგორც ვთქვი, ღრმაა, 5 მეტრია წყლის სიღრმე, მხედველობაც არ არის კარგი და ეტყობა, ამიტომაც ვერ გადაარჩინეს იქ მყოფებმა.

ახლა აქ მთელი სოფელია შეკრებილი და ველოდებით მანქანის მოსვლას, რომ ბავშვი ექსპერტიზაზე გადაასვენონ. დაახლოებით ორი საათის წინ ამოიყვანეს.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას”, – ამბობს ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.

წყარო: kvirispalitra.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge