მამია და მარიამ ორხელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი ქეთუსია. ერთხელ ქუჩაში მიმავალ ლავრენტი ბერიას ქეთევანი შეუნიშნავს, მანქანა გააჩერა და გამოელაპარაკა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირ მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო.


მალე 19 წლის ქეთევანმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართლი სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი ევგენი მიქელაძე გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. წყვილი მალევე დაქორწინდა. მათ ორი შვილი თინათინი და ვახტანგი შეეძინათ.
ლავრენტი ბერიას პირად გრძნობებს შეწირული ოჯახის ისტორია – როგორ გაანადგურა საბჭოთა ლიდერმა საყვარელი ქალი
მამია და მარიამ ორხელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი ქეთუსია. ერთხელ ქუჩაში მიმავალ ლავრენტი ბერიას ქეთევანი შეუნიშნავს, მანქანა გააჩერა და გამოელაპარაკა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირ მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო.


მალე 19 წლის ქეთევანმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართლი სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი ევგენი მიქელაძე გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. წყვილი მალევე დაქორწინდა. მათ ორი შვილი თინათინი და ვახტანგი შეეძინათ.

თითქოს ძველი ამბავი ყველას მიავიწყდა, მაგრამ არა ლავრენტი ბერიას. ქეთევანის დედ-მამის დაპატიმრებიდან სამი თვის შემდეგ, 1937 წლის 4 ოქტომბერს თავად ქეთევანი და მისი მეუღლეც დააპატიმრეს.

1930-იანი წლების მოვლენების თვითმხილველი მარიკა ლორთქიფანიძე მომხდარს იხსენებს:
„ყველა წიგნი ეყარა იატაკზე, რას ეძებდნენ ვერ გეტყვით, ყველაფერი, საწოლები, კარადები იყო ანგრეული, ყველაფერი ეყარა ძირს. მეზობელმა ქალმა დაინახა, რომ ქეთუსია ჩაყავდათ კიბეებზე და დაუძახა, იმან კი ხელი დაუქნია.“
ყოფილი პატიმრის მოწმე ვასინას ჩვენებაში ვკითხულობთ:
„1937 წელს, დეკემბრის შუა რიცხვებში მარიამი დაკითხვაზე გამოიძახეს. ცოტა ხნის შემდეგ ის საკანში საკაცით მოიყვანეს. მარია ორახელაშვილი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მის სხეულზე შეხება არ შეიძლებოდა, ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა, ხელები გადაბრუნებული, მაჯები გადამტვრეული. ის ტკივილებისგან საშინლად კიოდა. მარიამმა მითხრა ჩემს ქეთუსიას უთხარი, რომ მე არაფერში მიმიძღოდა ბრალი.“

მარიამ ორახელაშვილი ბოლო დღეებში გრძნობდა, რომ დახვრეტდნენ და ამას ყოველ წუთს ელოდა, ამ დროისათვის ის უკვე ვეღარ დადიოდა, ის ცოცხალი გვამი იყო.
მარიამ ორახელაშვილი, მისი მეუღლე მამია და სიძე ევგენი მიქელაძე ამავე წელს დახვრიტეს. ქეთუსია ორახელაშვილს 5 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში ყოფნა მიუსაჯეს.
1951 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა ხალხის მტრის ორახელაშვილების ოჯახი და თბილისში დარჩენილი ქეთუსიას ორი შვილი თინათინი და ვახტანგ მიქელაძეები ჩრდილოეთ ყაზახეთში გადაასახლა.
გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნებული ქეთევან ორახელაშილი რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე ასაშვილი



